ენერგოკრიზისისა და ვალების გამო, დიდ ბრიტანეთში საცურაო აუზები შესაძლოა, დაიხუროს. ამ შინაარსის მასალას Financial Times აქვეყნებს.
ბრიტანეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერატორის, Swim England-ის მონაცემებით, ქვეყანაში არსებული 4000 საცურაო აუზიდან დაახლოებით ნახევარი 2030 წლისთვის დაიხურება ინფრასტრუქტურის გაუფასურებისა და რემონტის არაპრაქტიკულობის გამო.
პრობლემებს ელექტროენერგიაზე მომატებული ფასიც ემატება.
„რადგან 2019 წლის შემდეგ ვალები გროვდება და ენერგიის ფასები 100-150%-ით იზრდება, დახურული აუზების რაოდენობა სავარაუდოდ, მკვეთრად გაიზრდება“, - განაცხადა ჯეინ ნიკერსონმა, Swim England-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთი უზრუნველყოფს ელექტროენერგიის მოთხოვნილების 60%-ს, მაგრამ ზამთრის თვეებში ეს მაჩვენებელი 40%-მდე ეცემა.
წყარო: "ბიზნესპრესნიუსი"