დიდ დიღომში 12 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი გუშინ საღამოს დაიკარგა. მას 23:00 საათიდან სამართალდამცველები და ადგილობრივები ეძებდნენ. მოზარდი ბოლოს პეტრიწის ქუჩის მიმდებარედ, სკვერში ნახეს. რამდენიმე საათის შემდეგ კი მოშორებით, უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა, თუმცა ბევრი მცდელობის მიუხედავად, გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.