დიდ დიღომში აფეთქების გამო გაზგამანაწილებელ კომპანიას ზიანის ანაზღაურება დაეკისრა - საია

დიდ დიღომში აფეთქების გამო გაზგამანაწილებელ კომპანიას ზიანის ანაზღაურება დაეკისრა - საია

access_time2022-11-08 14:46:01

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოიგო დავა, რომლითაც ითხოვდა ორი არასრულწლოვანისთვის ზიანის ანაზღაურებას. არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ სასამართლომ 2019 წლის 16 იანვარს თბილისში, დიდი დიღმის ერთ-ერთ კორპუსში გაზის გაჟონვით მომხდარ აფეთქებაში კომპანიის პასუხისმგებლობა დაინახა.

აფეთქებამ ოთხი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. აფეთქება შენობაში გაზგამანაწილებელი კომპანიის თანამშრომლების წასვლიდან რამდენიმე საათში მოხდა. საიას თანახმად, მათ „არ შეასრულეს კანონმდებლობითა და სამსახურებრივი ინსტრუქციით მათთვის დაკისრებული ვალდებულება - სრულად შეემოწმებინათ როგორც მთლიანი სადარბაზო, ასევე, თითოეულ სართულზე არსებული ბინები, ლიფტის შახტა და სათავსო“.

„აღნიშნული განმარტება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც დადგინდა შპს „თბილისი-ენერჯის“, როგორც არა მხოლოდ კერძო დამსაქმებლის, არამედ როგორც სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების მქონე სუბიექტის - ლიცენზიანტი კომპანიის პასუხისმგებლობა, განახორციელოს მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის უსაფრთხო მიწოდება და სისტემატური შემოწმება“, - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

საიას ინფორმაციით, სასამართლომ „თბილისი ენერჯის“ დაავალა:

„არასრულწლოვანი ბავშვებისთვის სარჩოს გადახდა დედის გარდაცვალებიდან სრულწლოვანების ასაკს მიღწევამდე“;
„ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება 5 000 და 2 000 ლარის ოდენობით“;
„დედისა და ძმის გარდაცვალების გამო მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება თითოეული მოსარჩელისთვის 50 000 - 50 000 ლარის ოდენობით“.



რადიო თავისუფლება „თბილისი ენერჯიდან“ პასუხს ელოდება.

საგამოძიებო სამსახურმა 2019 წელს მომხდარი აფეთქების გამო გაზგამანაწილებელი კომპანიის ორი თანამშრომელი დააკავა. გამოძიების თანახმად, აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე სწორედ თორნიკე ტატიშვილი და ვაზელ მამადიანი მივიდნენ ავთანდილის ქუჩაზე მდებარე კორპუსში, სადაც ადგილობრივებს გაზის სუნი აწუხებდათ.

„თბილისის ენერჯის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2006 წლის მაისიდან თბილისში მოსახლეობას ბუნებრივი აირით კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ამარაგებდა, 2019 წლის 3 მაისიდან კი საქართველოს დედაქალაქს „თბილისი ენერჯი“ ემსახურება.

radiotavisupleba.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up