თბილისში კიდევ ერთი ახალი სტადიონი მოეწყობა. სპორტული კომპლექსის სოფელ დიდ ლილოში მშენებლობა უკვე დაგეგმილია. დედაქალაქის მთავრობამ ტენდერი 15 მარტს გამოაცხადა, ახლა ხელშეკრულების მომზადება მიმდინარეობას. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 284 639 მლნ ლარ იყო, თუმცა ტენდერის ერთადერთი პრეტენდენტის, შპს „გაბ. ჯორჯიას“ შეთავაზებული თანხა 2 734 639 ლარია. მერია სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოებში სწორედ ამ თანხას გადაიხდის.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, პროექტით გათვალისწინებულია სპორტული კომპლექსის მშენებლობა შესაბამისი ინფრასტრუქტურით.
შენობის ძირითადი კონსტრუქცია გაყოფილია ორ ნაწილად ერთ ნაწილში განთავსებულია საჭიდაო დარბაზი ტრიბუნებით, 200 მაყურებელზე, რომელიც დახურულია ფერმებით, ხოლო მეორე ნაწილში განთავსებულია ადმინისტრაციული ნაწილი. ადმინისტრაციული ნაწილი მოიცავს პირველ სართულზე ჰოლს, კაბინეტებსა და გასახდელ-საშხაპეებს ასევე ამ სართულზე განთავსებულია სასაწყობე ოთახი და საპირფარეშოები. მეორე სართულზე განთავსებულია სატრენაჟორო დარბაზი თავისი გასახდელ-საშხაპეებით.
აღსანიშნავია, რომ სპორტულ კომპლექსში, სადაც 200-მდე მაყურებელი მოიყრის თავს პროექტის მიხედვით 24 მანქანაზე გათვლილი პარკინგი ეწყობა.
სამშენებლო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ წელიწადი უნდა დასრულდეს.