სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები პარლამენტის წინ შეიკრიბნენ და 9 აპრილთან დაკავშირებით ბანერი გაშალეს, წარწერით, „დიდება, ვინც კიდევ გვაბრძოლებს იმედით". მათ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულთა სახელები პლაკატებზე განათავსეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
„9 აპრილი არის ტრაგედიისა და გამარჯვების დღე, ჩვენ აქ ვართ იმიტომ, რომ გვახსოვს ის მძიმე წარსული, რაც ჩვენმა ქვეყანამ გამოიარა. დღევანდელ თაობას ყველაფერი გვახსოვს, ქართველი ერი უძლეველია. ამის დამადასტურებელია ჩვენი აქ ყოფნა, ეს არის სრულიად აპოლიტიკური აქცია", - განაცხადა ერთ-ერთმა სტუდენტმა.