„დიდგორელის“  წალკის მუნიციპალიტეტის გამარჯვებულს „არემჯისგან“  6 თვიანი სტიპენდია გადაეცემა

„დიდგორელის“ წალკის მუნიციპალიტეტის გამარჯვებულს „არემჯისგან“ 6 თვიანი სტიპენდია გადაეცემა

access_time2021-11-26 14:50:25

საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ისტორიის კონკურს „დიდგორელის“ წალკის მუნიციპალიტეტის ფინალისტების დაჯილდოება  გაიმართა.



ქვემო ქართლში, რიგით მეექვსე მუნიციპალიტეტის გამარჯვებული და „არემჯის“ 6 თვიანი სტიპენდიის მფლობელი, წალკის N 2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე მერი აბულაძე გახდა.



„დიდგორელის პროექტში მონაწილეობა და გამარჯვება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან ბევრი ვიშრომეთ თითოეულმა მონაწილემ -  ამ პროექტმა შეგვძინა ცოდნა, გამოცდილება, ძალიან ბევრი ვიკითხეთ და  უამრავი საინტერესო ისტორიული ფაქტიც გავიგეთ. სასიხარულოა რომ გავხდი დიდგორელი, გამოცდილება რომელიც პროექტ დიდგორელის ფარგლებში მივიღე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც გამომადგება’’ - აღნიშნა მერი აბულაძემ.



ისტორიის კონკურს „დიდგორელში“  წალკის მუნიციპალიტეტის N1 და N2 საჯარო სკოლები ოქტომბრის თვეში ჩაერთნენ. საგანმანათლებლო პროექტის პირველ ტურში შემდგარი ტესტი 300-მდე მოსწავლემ წერა. პროექტის ხელმძღვანელ ირაკლი მიქიანის თქმით, კონკურსით დაინტერესებული ახალგაზრდების მონდომებამ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.




,,პროექტი დიდგორელი აქტიურად განაგრძობს განვითარებას. პროექტის დაწყების დღიდან მას არაერთი საინტერესო კომპონენტი დაემატა. დიდგორელის მონაწილეები ქვემო ქართლში უკვე აქტიურად იღებენ ფილმებს და დაკავებული არიან სხვადასხვა აქტივობით რომელიც საქართველოს ისტორიის შესახებ ცოდნის ამაღლებას უწყობს ხელს. უახლოეს მომავალში იგეგმება დიდგორელის პროექტისთვის საერთაშორისო კომპონენტის დამატება და პროექტის ევროპის ქვეყნებში გატანა. ‘’ - განაცხადა  „დიდგორელის“ ხელმძღვანელმა ირაკლი მიქიანმა.



ისტორიის კონკურს „დიდგორელს“ საფუძველი 2019 წელს, თეთრიწყაროში ჩაეყარა. ის „არემჯის“ კორპორაციული სოცილური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში განხორცილებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც რეგიონის ახალგაზრდების განვითარებაზეა ორიენტირებული.



„მოხარული ვარ, რომ დიდგორელების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და პროექტი, რომელიც 2019 წელს ჩვენი კოპმანიის მხარდაჭერით დაიწყო, დღეს უკვე თითქმის მთელი ქვემო ქართლის ახალგაზრდებს აერთიანებს.  „არემჯი“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ახალ თაობას მუდმივად სთავაზობს სხვადასხვა საგანმანათლებლო, სპორტულ თუ კულტურულ პროექტებში ჩართულობას,  რაც მათ  პიროვნულ განვითარებას უწყობს ხელს.  ამ ახალგაზრდებთან კომუნიკაციას პროექტის დასრულების შემდეგაც ვაგრძელებთ და ვფიქრობ დიდგორელების მონაწილეობით კიდევ არაერთი საინტერესო გამოცდილება გველოდება წინ“- განაცხადა „არემჯის“ კორპორაციული დირექტორის მოადგილემ საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ირაკლი შატაკიშვილმა.



ისტორიის კონკურს „დიდგორელს“ საფუძველი თეთრიწყაროში ჩაეყარა. „დიდგორელი“ სასკოლო კონკურსია, რომელიც სკოლის მოსწავლეებში საქართველოს ისტორიის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ამ დროისთვის  თეთრიწყაროს, ბოლნისის, დმანისის, მარნეულის, გარდაბნის და ახლა უკვე წალკის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებში, პროექტში ჩართული ახალგაზრდების რაოდენობამ 2000-ს მიაღწია.

 

(R)

 



თეგები:
არემჯი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up