GIPA-ს და Kings & Generals -ის თანამშრომლობის ფარგლებში დიდგორის ბრძოლის ამსახველი ვიდეო შეიქმნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი ავრცელებს.
„Kings and Generals ერთ-ერთი უმსხვილესი ინგლისურენოვანი ისტორიული YouTube არხია, რომელსაც 2.9 მილიონი გამომწერი ჰყავს. მათი ძირითადი მიმართულება, ისტორიის უმნიშვნელოვანესი ბრძოლების ანიმაციური ეკრანიზაციაა.
Kings and Generals-თან პარტნიორობა GIPA-ს ინიციატივით 2022 წლის იანვარში შედგა და თითქმის ერთწლიანი მუშაობის შემდეგ დიდგორის ბრძოლის შესახებ ვიდეო დამზადდა. GIPA-ს მხრიდან სამუშაო პროცესში ჩართულები იყვნენ:
ნიკა ხოფერია - ისტორიკოსი, GIPA-ს ასისტენტ პროფესორი;
დავით გურგულია - რეჟისორი, გადაცემის ავტორი Radio GIPA-ში;
კიწი ხარაბაძე - GIPA-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
Kings and Generals აშუქებს ისტორიის გადამწყვეტ ბრძოლებს, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო გეოპოლიტიკა და ახლა უკვე საქართველოს ისტორიაც მიიღებს კუთვნილ ყურედღებას. GIPA-ს და Kings and Generals-ის პარტნიორობის შედეგად, უპრეცენდენტო რაოდენობის ინგლისურენოვანი მაყურებელი გაიცნობს ქართულ კულტურასა და ისტორიას . მომავალში, პარტნიორობის ფარგლებში დაგეგმილია თამარ მეფისა და საქართველოს ოქროს ხანის შესახებ ვიდეოს დამზადებაც,“- ნათქვამია GIPA-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.