დიდი ბრიტანეთი, კვიპროსი, ბულგარეთი - ქვეყნები, სადაც „ოქროს პასპორტები“ გაუქმდა

დიდი ბრიტანეთი, კვიპროსი, ბულგარეთი - ქვეყნები, სადაც „ოქროს პასპორტები“ გაუქმდა

access_time2023-03-20 13:30:51

უკრაინის ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, 27 თებერვალს ევროკავშირის ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი, აშშ და კანადა შეთანხმდნენ, შეზღუდონ „ოქროს პასპორტების“ გაცემა და შექმნან სამუშაო ჯგუფი, რომელიც სანქციების ქვეშ მოქცეული რუსების აქტივებს ამოიცნობს და დაბლოკავს. იმავე წლის 10 მარტს ევროპარლამენტმა ინვესტიციის სანაცვლოდ მოქალაქეობის მიღების პროგრამის შეზღუდვას მხარი დაუჭირა. ევროკომისიამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, სანქციების ქვეშ მოქცეულ რუსებსა და ბელარუსებზე გაცემული „ოქროს პასპორტები“ გააუქმონ და შემდგომ გაცემაზეც უარი განაცხადონ. ამასთან, ევროკომისიამ მოითხოვა, ევროკავშირის ქვეყნებმა დაუყოვნებლივ თქვან უარი ნებისმიერ არსებულ სქემაზე, რაც ინვესტიციის სანაცვლოდ მოქალაქეობის მინიჭებას უზრუნველყოფს. ასევე, ეფექტიანად შეამოწმონ ამ სქემებთან დაკავშირებული რისკები.

 

„ოქროს პასპორტი“ ინვესტიციის სანაცვლოდ პასპორტის აღების მექანიზმია. ამ სქემის გაუქმების მოწოდებით ევროკავშირი უკრაინის ომამდეც გამოდიოდა. კერძოდ, 2019 წელს, ლონდონში „ოქროს პასპორტების“ კონფერენციის შემდეგ ბრიუსელმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ეწერა, რომ „ინვესტორებისთვის მოქალაქეობის სქემა ფულის გათეთრების, გადასახადებისგან თავის არიდების, ტერორიზმის დაფინანსების, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის მხრივ უსაფრთხოების რისკებს ქმნის, რაც ევროკავშირის კანონმდებლობასთან შეუთავსებელია.“

 

მანამდეც და განსაკუთრებით უკრაინის ომის შემდეგ რიგმა ქვეყნებმა „ოქროს პასპრტებზე“ უარი თქვეს. ამასთან, ევროპულ სასამართლოში მიმდინარეობს საქმე, რომელიც ევროკომისიის მიერ არის ინიცირებული და უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, პროგრამის დახურვა ყველა წევრი ქვეყნისთვის სავალადებულო გახდება.

 

ქვეყნები, სადაც „ოქროს პასპორტის“ პროგრამა დაიხურა:

 

კვიპროსის მთავრობამ პროგრამა ჯერ კიდევ 2020 წლის ნოემბრიდან შეაჩერა, რადგან გამოძიებამ დაადგინა, რომ 2007-დან 2020 წლის აგვისტომდე ქვეყანაში 3 000 პასპორტიდან ნახევარზე მეტი დარღვევით გაიცა. ამასთან, 2022 წლის აპრილში კვიპროსის მთავრობამ სანქცირებული 4 რუსის პასპორტები გააუქმა, რომლებმაც მოქალაქეობა საინვესტიციო სქემის მიხედვით მიიღეს. ეს რუსები იმ დროისთვის 800-ზე მეტი ადამიანის სიაში იყვნენ, ვინც პუტინთან დაახლოებულ პირებად ითვლებოდნენ და ევროკავშირის სანქციების ქვეშ მოექცნენ. კვიპროსში სულ 21 ე.წ. ოქროს პასპორტი გაუქმდება. მათ შორის არიან დეფენდანტებიც, ანუ სანქცირებული რუსების ფულზე დამოკიდებული პირები.

 

კვიპროსმა 2007-დან 2020 წლის აგვისტომდე პერიოდში მოქალაქეობა 2886 რუსს, მათ შორის ინვესტორებსა და მათი ოჯახის წევრებს მიანიჭა. ეს 2886 რუსი იმ 6779 ადამიანს შორის იყო, ვინც მოქალაქეობა, მინიმუმ, 2 მლნ ევროს (2,18 მლნ დოლარის) ინვესტიციისთვის მიიღო. მოგვიანებით საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ სქემა 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ადეკვატური ზედამხედველობის გარეშე, იურიდიულ ვაკუუმში მუშაობდა. კომისიის განცხადებით, პასპორტების ნახევარზე მეტი უკანონოდ იყო გაცემული, ამიტომ ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში ხელისუფლებამ განაცხადა, რომ პასპორტს 45 პირს გაუუქმებდა.

 

დიდმა ბრიტანეთმა 2022 წლის თებერვლის დასაწყისში, ანუ ჯერ კიდევ უკრიანის ომის დაწყებამდე „ოქროს“ სავიზო პროგრამა უკანონოდ მოპოვებული ფულის ქვეყანაში ინექციის რისკის გამო ოფიციალურად დახურა. გაერთიანებული სამეფოს მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა პრიტი პატელმა Twitter-ზე დაწერა, რომ დახურა პირველი დონის ინვესტორის სავიზო პროგრამა, რომელიც „თაღლითობისა და უკანონო დაფინანსების წინააღმდეგ“ განახლებული ბრძოლის მხოლოდ დასაწყისი იყო. კანონი ძალაში ყველა გაცემული ვიზის შემოწმებისთანავე შედიოდა და პროგრამის დახურვასთან ერთად, დაიწყო ყველა იმ პირის სტატუსის გადახედვა, ვინც ეს ვიზა მიიღო. იმავე წლის აპრილში მთავრობამ „ოქროს პასპორტის“ მფლობელი რვა რუსი „ოლიგარქი“ გამოავლინა.

 

ბრიტანეთში „ოქროს ვიზების“ პროგრამა 2008 წელს შემოიღეს. უცხო ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო, ქვეყანაში დროებითი და შემდგომში მუდმივი ბინადრობის უფლება მიეღო, თუკი დიდ ბრიტანეთში 2 მლნ ფუნტ სტერლინგზე მეტ ინვესტიციას განახორციელებდა. ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციით, 2008-დან 2015 წლამდე, პროგრამის ფარგლებში, ბრიტანეთის „ოქროს ვიზა“ რუსეთის ფედერაციის 706-მა მოქალაქემ მიიღო.


 

ბულგარეთის პარლამენტმა მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილებები უკრაინის ომის დაწყებიდან ზუსტად ერთ თვეში, 2022 წლის მარტის ბოლოს შეიტანა, რომლითაც „ოქროს პასპორტები“ გაუქმდა. თუმცა კანონი ძალაში ნახევარი წლის შემდეგ შევიდა, რადგან ამ ხნის განმავლობაში ხელისუფლება უკვე გაცემულ პასპორტებს ამოწმებდა, ექვემდებარებოდნენ თუ არა ისინი გაუქმებას. ბულგარეთის კანონმდებლობით, „ოქროს პასპორტის“ მიღება, მინიმუმ, 1 მილიონი ლევის, ანუ 568 000 დოლარის ინვესტიცის სანაცვლოდ იყო შესაძლებელი.

 

მონტენეგროში ეკონომიკასა და უძრავ ქონებაში ინვესტიციების სანაცვლოდ მოქალაქეობა მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან აღარ გაიცემა, რითიც ქვეყანამ „ოქროს პასპორტის“ პროგრამა დაასრულა. ევროკავშირის წევრობის პრეტენდენტი ქვეყნის ოფიციალურ დოკუმენტში წერია, რომ მართალია, პროგრამას „განსაკუთრებული მნიშვნელობა“ ჰქონდა მონტენეგროს ეკონომიკური ინტერესებისთვის, მაგრამ ქვეყანამ შესაძლო რისკებზე ევროკომისიის გაფრთხილება გაითვალისწინა. მონტენეგროს მოქალაქეობის მისაღებად ქვეყნის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილში მდებარე უძრავ ქონებაში, სულ ცოტა, 250 000 ევროს, სანაპიროზე 450 000 ევროზე მეტი ინვესტიცია, ხოლო სახელმწიფო ფონდებში 200 000 ევროს შეტანა იყო საჭირო. პროგრამა 2019 წელს ამოქმედდა, თუმცა პასპორტების გაცემა 2020 წელს, კორონავირუსის კარანტინის გაუქმების შემდეგ დაიწყო. 2022 წელს მონტენეგროს პასპორტი სხვადასხვა მიზეზის გამო 400-ზე ოდნავ მეტმა ადამიანმა მიიღო, რომელთაგან, დაახლოებით, ყოველი მესამე (140 ადამიანი) რუსეთიდანაა.

 

პორტუგალიის პრემიერ-მინისტრ ანტონიო კოშტამ მიმდინარე წლის თებერვალში განაცხადა, რომ ქვეყანამ „ოქროს ვიზების“ პროგრამა დახურა. მისი თქმით, უკვე გაცემული ბინადრობის ნებართვების მოქმედების ვადა მხოლოდ იმ შემთხვევაში გაგრძელდება, თუ უცხოელი მყიდველები ქონებას საცხოვრებლად გამოიყენებენ ან გრძელვადიანი იჯარით გააქირავებენ. „ოქროს ვიზების“ პროგრამა 2012 წელს ამოქმედდა და მიზიდული ინვესტიციების უმეტესობა უძრავ ქონებაში განხორციელდა. ქვეყნის საიმიგრაციო და სასაზღვრო სამსახურის მონაცემებით, პროგრამის ფარგლებში ბინადრობის ნებართვა 11 535-მა უცხოელმა მიიღო, რომლებმაც პორტუგალიის ეკონომიკაში 6,8 მლრდ ევროს (7,3 მლრდ დოლარის) ინვესტიცია განახორციელეს.

 

„ოქროს ვიზების,“ თითქმის, ნახევარი ჩინელებმა, შემდეგ კი ბრაზილიისა და შეერთებული შტატების მოქალაქეებმა მიიღეს. ასევე, პორტუგალიამ 2022 წლის თებერვლის ბოლოს, უკრაინის ომის დაწყებისთანავე რუსებისგან „ოქროს ვიზებზე“ განაცხადების განხილვა შეწყვიტა. პროგრამის დაწყებიდან იმ დროისთვის რუსებს 431 „ოქროს ვიზა“ ჰქონდათ მიღებული, რომელთაგან 2022 წლის იანვარში მხოლოდ 7 ვიზა გაიცა, ხოლო თებერვლიდან რუსების მიერ ამ ვიზებზე შეტანილი ათი განაცხადიდან ათივე იქნა უარყოფილი.

 

ირლანდიამ „ოქროს ვიზების“ სქემა წლევანდელ თებერვალში გააუქმა. ქვეყანა იმიგრანტ ინვესტორებს რეზიდენტობას (ბინადრობის უფლებას) 500 000 ევროს შემოწირულობის ან სამი წლის განმავლობაში მილიონი ევროს წლიური ინვესტიციის სანაცვლოდ სთავაზობდა. თუმცა ირლანდიას ეს სქემა რუსეთის მოქალაქეებისთვის, სანქციების ფარგლებში, ჯერ 2022 წლის მარტიდან ჰქონდა შეჩერებული. სქემის გაუქმების საბოლოო გადაწყვეტილება მთავრობამ სხვადასხვა საერთაშორისო ანგარშისა და შიდა მიმოხილვის შედეგებზე დაყრდნობით მიიღო.

 

ალბანეთის პრემიერ-მინისტრ ედი რამამ მიმდინარე კვირას განაცხადა, რომ ქვეყანამ საბოლოოდ ევროკავშირის კრიტიკა გაიზიარა და „ოქროს პასპორტის“ პროგრამა დროებით დახურა. მთავრობა ევროპულ სასამართლოში მიმდინარე საქმის განხილვას გულისხმობს, რომელიც ევროკომისიის მიერ არის ინიცირებული. კერძოდ, პროგრამა სასამართლო გადაწყვეტილებამდე შეჩერებულია და თუ ევროპული სასამართლო „ოქროს პასპორტებს“ აკრძალავს, ის ალბანეთში საბოლოოდ დაიხურება. ედი რამას მთავრობა „ოქროს პასპორტის“ სქემის აქტიური მხარდამჭერი 2019 წლიდან იყო, ხოლო გასული წლის 29 ივლისს მიიღო და 9 აგვისტოს გამოაქვეყნა ცვლილებები, რითიც სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის კანონს მოქალაქეობის მინიჭების პროგრამა დაემატა. ალბანეთის მთავრობა კერძო კომპანიების დაქირავებას განიხილავდა, რომ ეს სქემა უცხოელებისთვის პოპულარული გაეხადა.

 

ევროკავშირის ქვეყნები, სადაც „ოქროს ვიზების“ პროგრამა ისევ მოქმედებს:

 

ესპანეთი - ბინადრობის უფლების საინვესტიციო სქემა 2013 წლიდან მოქმედებს. „ოქროს ვიზის“ მოსაპოვებლად უძრავ ქონებაში 500 000 ევროს ინვესტიცია არის საჭირო. ამასთან, შესაძენი ქონების შერჩევაზე ნაკლები შეზღუდვები მოქმედებს. პროგრამა ესპანეთში ცხოვრების, მუშაობისა და სწავლის უფლებას იძლევა.

 

იტალია - 2017 წელს შემოღებული „ოქროს ვიზა“ ევროკავშირის არაწევრ მოქალაქეებს ინვესტიციის სანაცვლოდ ქვეყანაში ბინადრობის ნებართვას ორი წლის განმავლობაში ანიჭებს. მინიმალური ინვესტიცია 500 000 ევროს შეადგენს. ამ ვიზის მფლობელს შეუძლია, განაცხადში თავისი ოჯახიც შეიყვანოს და ამასთან, სპეციალური საგადასახადო რეჟიმით ისარგებლოს. აღნიშნული სქემით 10 წლის განმავლობაში ცხოვრების შემდეგ რეზიდენტს იტალიის მოქალაქეობის მიღების უფლება ეძლევა.

 

საბერძნეთი - „ოქროს ვიზით“ ბინადრობის მოპოვების ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი პროცედურა მოქმედებს. კვალიფიციურ უცხოელებს ნებართვის მიღება განაცხადის წარდგენიდან 60 დღის განმავლობაში შეუძლიათ. ადრე საბერძნეთს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საინვესტიციო ბარიერი ჰქონდა და უცხოელებს უძრავ ქონებაში მხოლოდ 250 000 ევროს დახარჯვა მოეთხოვებოდათ. თუმცა გასული წლის სექტემბერში ხელისუფლებამ ეს თანხა 500 000 ევრომდე გაზარდა. „ოქროს ვიზის“ მფლობელებს ვიზის შესანარჩუნებლად საბერძნეთში დარჩენა არ მოეთხოვებათ. 2021 წლის ბოლოსთვის ქვეყანამ ამ საინვესტიციო სქემებით ბინადრობის ნებართვის მისაღებად 9500 განაცხადი მიიღო, რაც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

 

მალტა - ქვეყანამ ინვესტიციების სანაცვლოდ პასპორტების გაცემა უკრაინის ომის დაწყებიდან ერთ კვირაში მხოლოდ რუსებისთვის შეაჩერა, ხოლო პრემიერ-მინისტრ რობერტ აბელამ მაშინ განაცხადა, რომ ევროკავშირის სანქციების ქვეშ მოქცეულ რუსებს პასპორტები გაუუქმდებოდათ. ამასთან, გასული წლის მაისში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მალტის ხელისუფლებას მოუწოდა, „ოქროს პასპორტის“ შეღავათების ბოროტად გამოყენებასა და მათი დახმარებით მიმალვაში რუსებს ხელი შეუშალოს. თუმცა არარუს პირებზე პროგრამა დღემდე მოქმედებს. მოქალაქეობის მისაღებად რამდენიმე ვარიანტი არსებობს. მსურველმა ეროვნულ განვითარების ფონდში 1 მლნ დოლარი უნდა გადარიცხოს, ასევე, სახელმწიფოს კუთვნილი 150 ათასი ევროს ოდენობის ობლიგაცები შეიძინოს. ამასთან, მინიმუმ 5 წლის ვადით 350 ევროს ღირებულების სახლი იქირაოს ან წელიწადში, მინიმუმ, 16 ათასი ევროს ღირებულების სახლი იჯარით აიღოს.



Bpn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up