დიდი ბრიტანეთი მზადაა უკრაინას მსოფლიო ბანკის სესხის გარანტიის სახით დამატებით 525 მილიონი დოლარი გამოუყოს. ამის შესახებ ბრიტანეთის მთავრობის პრესსამსახური იტყობინება. უკვე დაანონსებული ახალი მხარდაჭერით, გაერთიანებული სამეფოს ფისკალური დახმარების მთლიანი ოდენობა 1,5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის დაწყებიდან ლონდონის მიერ კიევის მისამართით გაწეული ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარება 1,8 მილიარდ დოლარს აჭარბებს.
ასევე ცნობილი ხდება, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი G7-ის სამიტზე აპირებს მოკავშირეებს უკრაინისთვის დახმარების გაგრძელებისკენ მოუწოდოს.