დიდი ბრიტანეთი რუსეთის მიმართ სანქციების ახალ პაკეტს აწესებს და ფუფუნების საგნების ექსპორტს კრძალავს.
Bloomberg News-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთი აპირებს ბელარუსსა და რუსეთს ჩამოართვას ხელსაყრელი ტარიფები ასობით საექსპორტო პროდუქტისთვის.
მთავრობამ გამოაქვეყნა 900 მილიონი ფუნტის ღირებულების საქონლის საწყისი სია, მათ შორისაა არაყი, რაზეც არსებული სავაჭრო ტარიფები 35%-ით გაიზრდება.
გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთი აღარ გასცემს ახალ გარანტიებს, სესხებს ან დაზღვევას რუსეთსა და ბელარუსში ექსპორტისთვის. გაერთიანებული სამეფოს საექსპორტო საკრედიტო სააგენტო ინარჩუნებს 3,5 მილიარდი ფუნტი სტერლინგის ოდენობის ფინანსურ მხარდაჭერას უკრაინასთან ვაჭრობისთვის.