"ჩვენ ვადგენთ ფინანსური და სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს, რომელიც მოწმობს ჩვენი ქვეყნის ერთგულებას რუსეთის ბარბაროსული კამპანიის წინააღმდეგ ბრძოლაში," - ამის შესახებ უკრაინის დედაქალაქში, კიევში, მყოფი დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი წერს.
ის კიევში დღეს, 9 აპრილს ყველასათვის მოულოდნელად ჩავიდა.
დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 ჯავშანმანქანას და ახალ ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას გაუგზავნის. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ადმინისტრაციამ ზელენსკი-ჯონსონის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"პრეზიდენტ ზელენსკის მტკიცე ლიდერობისა და უკრაინელი ხალხის გმირობისა და გამბედაობის დამსახურებაა, რომ პუტინის ამაზრზენი მიზნები იშლება",- თქვა ჯონსონმა.