დიდი ბრიტანეთის ელჩი ფოთის საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრის და ნავსადგურის საქმიანობას გაეცნო

დიდი ბრიტანეთის ელჩი ფოთის საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრის და ნავსადგურის საქმიანობას გაეცნო

access_time2021-11-15 12:00:00

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ელჩს, მარკ კლეიტონსა და სამხედრო ატაშეს, ტონი ბრუმველს უმასპინძლა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



დიდი ბრიტანეთის ელჩმა ახლად გახსნილი „ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრის“ ინფრასტრუქტურა, თანამედროვე სიმულატორებით აღჭურვილი 13 ლაბორატორია დაათვალიერა და საზღვაო სასწავლებლის მიერ ერთი წლის განმავლობაში მიღწეულ შედეგებს გაეცნო.



ფოთის საზღვაო სასწავლებელში მოქმედი მეზღვაურები მაღალი დონის საწვრთნელ კურსებს გადიან. პირველივე წელს ათმა პროფესიულმა საგანმანათლებლო პროგრამამ მიიღო აკრედიტაცია და დღეისათვის დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 300-მდე სტუდენტი სახელმწიფო დაფინანსებით ეუფლება მოთხოვნად პროფესიებს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საზღვაო სასწავლებელი სრულად პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს.




საზღვაო ტრანსპორტის სააგნეტოს ხელმძღვანელმა დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ელჩს, მარკ კლეიტონსა და სამხედრო ატაშეს, ტონი ბრუმველს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სტრატეგიის სამუშაო დოკუმენტი გააცნო და ქვეყნის საპორტე სექტორში მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ და ინოვაციურ პროექტებზე, მათ შორის გაციფროვნებისა და „ერთი ფანჯრის პრინციპის“ დანერგვის პროცესზე ესაუბრა.



- „ბრიტანეთის ელჩის, ბატონი მარკ კლეიტონის ვიზიტი ხაზს უსვამს საქართველოსა და ბრიტანეთის თანამშრომლობას შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში და ემსახურება მომავალში ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.



საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის დადებული ორმხრივი მემორანდუმის საფუძველზე ქართველ მეზღვაურებს წარმატებით შეუძლიათ დასაქმდენენ გაერთიანებული სამეფოს დროშების ქვეშ მცურავ სავაჭრო ფლოტში.



ვიზიტის ფარგლებში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა ბრიტანეთის ელჩსა და სამხედრო ატაშეს ფოთის საზღვაო ნავსადგური და ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up