დიდი ბრიტანეთის მასშტაბით სამომხმარებლო ფასების ზრდის ტენდენცია ფიქსირდება. თებერვალში წლიური ინფლაციის დონე 10.4%-მდე გაიზარდა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ანალიტიკოსების პროგნოზს და 0.3 პროცენტული პუნქტით მეტია წინა თვის მაჩვენებელზე.
ბრიტანეთში ფასების ზრდის ტენდენცია ფიქსირდება საბაზო ინფლაციასთან (CPI) დაკავშირებითაც, რომელიც 6.2%-იან ნიშნულზეა, ნაცვლად წინა თვის 5.8%-ისა.
განსაკუთრებით გაიზარდა საკვებისა და უალკოჰოლო სასმელების ღირებულება დაახლოებით 18%-ით, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 1977 წლის აგვისტოს შემდეგ.
ინფლაციის დონის მოსალოდნელზე მეტად ზრდის ფონზე, არა არის გამორიცხული, რომ მიმდინარე კვირას დაგეგმილ შეხვედრაზე ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა დაგეგმილზე მეტად გაამკაცროს.