დიდი ბრიტანეთის „ოქროს პასპორტის“ მფლობელი რვა რუსი „ოლიგარქი“ აღმოჩნდა

დიდი ბრიტანეთის „ოქროს პასპორტის“ მფლობელი რვა რუსი „ოლიგარქი“ აღმოჩნდა

access_time2022-04-01 18:00:00

დიდი ბრიტანეთის „ოქროს პასპორტის“ მფლობელი რვა რუსი „ოლიგარქი“ აღმოჩნდა. ამის შესახებ Financial Times (FT) ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, სიუზან უილიამსის განცხადებაზე დაყრდნობით წერს. თუმცა მათი ვინაობა არ სახელდება.


ბრიტანეთი იყო პირველი ქვეყანა, რომლემაც საინვესტიციო სავიზო პროგრამა, „მოქალაქეობა ინვესტიის სანაცვლოდ“ შემოიღო. ის მდიდარ რუსებსა და სხვა საერთაშორისო ინვესტორებს იზიდავდა. „ოქროს პასპორტების“ კანდიდატებს გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკაში, მინიმუმ, 2 მლნ ფუნტის ინვესტიცია მოეთხოვებოდათ. თუმცა თებერვალში მთავრობამ ამ პროგრამის დახურვა გადაწყვიტა. ამასთან, ხელისუფლება 2018 წლიდან გაცემულ ვიზებს ამოწმებს, რისი შედეგებიც ჯერ არ გამოუქვეყნებია.


FT-ის ცნობით, ჯერ კიდევ 2020 წელს ბრიტანეთის პარლამენტის დაზვერვისა და უსაფრთხოების კომიტეტი აცხადებდა, რომ ქვეყანაში ფულის გათეთრების „იდეალური მექანიზმები“ მოქმედებდა და ოფშორული კაპიტალისთვის საერთაშორისო „სამრეცხაოდ“ გადაიქცა. სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის სექტემბრიდან 2021 წლის სექტემბრამდე დიდ ბრიტანეთში გაცემულია 798 საინვესტიციო ვიზა, საიდანაც 82, ანუ 10,2% რუსებმა მიიღეს.


ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა Financial Times-ს განუცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი „ბინძური ფულისთვის უსაფრთხო თავშესაფარი“ აღარ არის.



დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რამდენიმე რაუნდი გამოაცხადა, რომლის ქვეშაც მოხვდნენ მილიარდერები: რომან აბრამოვიჩი, ოლეგ დერიპასკა, მიხაილ ფრიდმანი, პიოტრ ავენი, ალექსეი მორდაშოვი, ანდრეი მელნიჩენკო, დიმიტრი პუმპიანსკი, ვიქტორ ვეკსელბერგი, გერმან ხანი და სხვები. აქედან ფრიდმანი და ავენი ლონდონში მუდმივად ცხოვრობენ. ისინი ბრიტანულ პრესაში ჩიოდნენ, რომ სანქციების გამო ფულზე წვდომა დაკარგეს და დამლაგებლისა და პირადი მძღოლის მომსახურებასაც ვეღარ იხდიან.


ე.წ. ოლიგარქების სიაში არა მხოლოდ რუსი ბიზნესმენები და მილიარდერები, არამედ უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიებისა და ბანკების ხელმძღვანელებიც შევიდნენ. ლონდონმა შეზღუდვები დაუწესა, მაგალითად, „როსნეფტის“ აღმასრულებელ დირექტორ იგორ სეჩინს, VTB-ის პრეზიდენტ ანდრეი კოსტინს, „გაზპრომის“ აღმასრულებელ დირექტორ ალექსეი მილერსა და „ტრანსნეფტის“ პრეზიდენტ ნიკოლაი ტოკარევს.


27 თებერვალს ევროკავშირის ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი, აშშ და კანადა შეთანხმდნენ, შეზღუდონ „ოქროს პასპორტების“ გაცემა და შექმნან სამუშაო ჯგუფი, რომელიც სანქციების ქვეშ მოქცეული რუსების აქტივებს ამოიცნობს და დაბლოკავს. 10 მარტს ევროპარლამენტმა ინვესტიციის სანაცვლოდ მოქალაქეობის მიღების პროგრამის შეზღუდვას მხარი დაუჭირა.


bpn.ge 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up