დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი „თეგეტა მოტორს ბაქოს“ მულტიფუნქციურ სერვისცენტრს ესტუმრა

დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი „თეგეტა მოტორს ბაქოს“ მულტიფუნქციურ სერვისცენტრს ესტუმრა

access_time2023-02-22 18:45:00

„თეგეტა მოტორს ბაქოს“ სერვისცენტრს ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ესტუმრა. ლეო დოხერტს კომპანიის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს და ბრიტანული ბრენდის, JCB-ის სტანდარტებით აშენებული ცენტრი დაათვალიერებინეს.  


JCB-ის წარმომადგენლობა ბაქოში თანამედროვე ინფრასტრუქტურით 1800 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს და საოფისე სივრცეს, სერვისცენტრსა და შოურუმს აერთიანებს. „თეგეტა მოტორს ბაქო“ მომხმარებელს სპეციალური დანიშნულების ტექნიკისა და სატვირთო ავტომობილების რეალიზაციასა და გაყიდვების შემდგომ მომსახურებას სთავაზობს.   


ლეო დოხერტი, დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის საკითხებში: „კარგია, რომ აქ, აზერბაიჯანში, ბრიტანული ბიზნესის პოპულარიზაცია ხდება და ბაზარზე მაღალი ხარისხის სპეცტექნიკის რეალიზაციის მიზნით ჩვენი პარტნიორები მთელი რეგიონის მასშტაბით თანამშრომლობენ. JCB დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთი უმსხვილესი საინჟინრო და საწარმოო კომპანიაა, რომელიც მესამე უდიდესი სამშენებლო ტექნიკის მწარმოებელია მსოფლიოში და დღემდე ინარჩუნებს საოჯახო ბიზნესის სტატუსს. ბაქოში, ჩემი შეხვედრების ფარგლებში, განვიხილეთ სამომავლო პერსპექტივები, რაშიც დიდი ბრიტანეთის გამოცდილებას მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია. ვიმედოვნებთ, რომ ბრიტანული ბრენდების ჩართულობას ვიხილავთ აზერბაიჯანში ინფრასტრუქტურულ და სამშენებლო პროექტებში და გავაგრძელებთ ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების ძიებას“.


„თეგეტა მოტორს ბაქოში“ ვიზიტისას ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ცენტრში არსებულ JCB-ის ტექნიკას გაეცნო. ბრიტანულ ბრენდს, რომელიც 800-ამდე დილერით მსოფლიოს ოთხ კონტინენტზე საქმიანობს, კავკასიის მასშტაბით „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია Tegeta Construction Equipment ექსკლუზიურად წარმოადგენს.



დავით ენდელაძე, „თეგეტა მოტორს ბაქოს“ დირექტორი: დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრის ვიზიტი ჩვენს სადილერო ცენტრში, „თეგეტასა“ და JCB-ის საიმედო თანამშრომლების კიდევ ერთი დასტურია.თეგეტა მოტორს ბაქო, როგორც JCB-ს ოფიციალური წარმომადგენლობა, აზერბაიჯანის ბაზარზე 2022 წლიდან ოპერირებს. მომხმარებელს ვთავაზობთ ბრიტანული ნომერ პირველი ბრენდის ტექნიკას და სრულ საგრანტიო მომსახურებას აზერბაიჯანის მასშტაბით. ამ გაფართოებამ საშუალება მოგვცა, პრემიუმ ბრენდის ტექნიკის მიწოდებით ხელი შევუწყოთ ადგილობრივი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას“.


დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის საკითხებში აზერბაიჯანში ოფიციალური  ვიზიტით იმყოფებოდა.  


(R)








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up