დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა Sky News-ის ეთერში განაცხადა, რომ პუტინმა თავისი აგრესორი სახე მსოფლიოს აჩვენა. ბენ უოლესის თქმით, დიდი ბრიტანეთი უკრაინის მხარდაჭერას აგრძელებს.
„პუტინი ელოდა, რომ მას უკრაინაში შეხვდებოდნენ როგორც გამათავისუფლებელს. ის დარწმუნებული იყო, რომ რუსები და უკრაინელები ერთი და იგივე ხალხია და ყველა დაელოდებოდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი მოვიდოდა და გაათავისუფლებდა, მაგრამ ის შეცდა - უკრაინელებმა, თავისი სიმამაცით რუსეთი გააოცეს. ახლა კი ვხედავთ, რომ რუსული სისასტიკე ისევ გაგრძელდება, ამიტომ ვაგრძელებთ უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა.
imedinews.ge