დიდი ბრიტანეთში დღეს სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა მასშტაბური გაფიცვა იგეგმება. ხელფასების გაზრდის მოთხოვნით ქუჩაში ათობით ათასი მედდა და სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომელი აპირებს გასვლას.
ხელისუფლება აცხადებს, რომ აღნიშნული მოთხოვნის შესრულება კიდევ უფრო მაღალ ინფლაციას გამოიწვევს.
„როიტერის“ ცნობით, ეს გაფიცვა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის 75-წლიან ისტორიაში ყველაზე მასშტაბური იქნება.
გაერთიანებულ სამეფოში სახელმწიფო მოხელეთა და საბიუჯეტო ორგანიზაციების წარმომადგენელთა გაფიცვები ზაფხულიდან არ წყდება.