ბრიტანეთში მომუშავე ენერგოკომპანია National Grid-მა ახალი მონაცემები გამოაქვეყნა. კომპანიის ცნობით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან, გაერთიანებული სამეფოს ქარის ელექტროსადგურებმა გამოიმუშავეს 74 ტერავატ/ საათი ელექტროენერგია.
ელექტროენერგიის გამომუშავების ზრდა წელს სექტორისთვის ხელსაყრელ ამინდებსა და ქარის გენერატორების რაოდენობის გაზრდას უკავშირდება.ბრიტანეთში ქარის ენერგიის წარმოების პირობები ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელია ევროპაში: ქარის ტურბინების უმეტესობა დამონტაჟებულია ოფშორში, სადაც ქარი უფრო ძლიერი და სტაბილურია, ვიდრე ხმელეთზე.
მომავალ წელს ქვეყანაში მინიმუმ ერთი ოფშორული ქარის ელექტროსადგური დაიწყებს ოპერირებას - 1,1 გვატიანი Seagreen პროექტი, რომელსაც SSE Plc და TotalEnergies SE ახორციელებენ. ქარის ელექტროსადგურის ამუსავება ზაფხულში იგეგმება.