"დიდი შვიდეულის" (G7) ლიდერები უკრაინის საკითხზე ვირტუალურ კონფერენციას გამართავენ. კონფერენციას დაესწრება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდმირ ზელენსკიც,რომელიც ლიდერებს მის ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე მიაწვდის ინფორმაციას.
ვირტუალური შეხვედრის მასპინძელი გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი იქნება.
განიხილება რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესება ან სულ მცირე, იმ უზარმაზარი ეკონომიკური სასჯელის გამკაცრება, რომელმაც უკვე დააზარალა რუსეთი.
დღეს ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეხვედრაც გაიმართება, სადაც ოფიციალური მოსკოვის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების მეექვსე პაკეტს განიხილავენ, რომელიც ამჯერად უნდა მოიცავდეს რუსული ნავთობის იმპორტის ეტაპობრივ აკრძალვას.
ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.