დიდი ბრიტანეთი „კოვიდ-19“-ის ახალი შტამის გავრცელების გამო, დიდი შვიდეულის შეხვედრას იწვევს.
ლონდონის ინიციატივით, დღეს გაიმართება დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების ჯანდაცვის მინისტრების შეხვედრა, რომლებიც კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის“ გამო შექმნილ სიტუაციას განიხილავენ.
შეგახსენებთ, „ომიკრონი“ პირველად სამხრეთ აფრიკის რეგიონში აღრიცხეს, რის შემდეგაც ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა ევროპაშიც, მათ შორის დიდ ბრიტანეთში. ამის გამო გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ პრევენციული შეზღუდვები უკვე მიიღო.
30 ნოემბრიდან დიდი ბრიტანეთში სავალდებულო გახდება პირბადებიის ტარება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მაღაზიებში, ბანკებში, სილამაზის სალონებსა და სხვა დაწესებულებებში. ამას გარდა, ყველა მოგზაური, რომელიც დიდი ბრიტანეთში ჩავა, ვალდებული იქნება, „პისიარ“ ტესტი გაიკეთოს და პასუხის მიღებამდე იზოლაციაში დარჩეს.
1tv.ge