დიდი თოვლი, ხინკალი და ჰელი-სკი საქართველოში - The Financial Times

დიდი თოვლი, ხინკალი და ჰელი-სკი საქართველოში - The Financial Times

access_time2023-02-01 15:00:48

Financial Times UK-ი საქართველოს სამთო კურორტების შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. ჟურნალისტი საიმონ უსბორნი მესტიაში 2022 წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმყოფებოდა. ვრცელ სტატიაში საიმონ უსბურნი საქართველოს სამთო კურორტებზე, გასტრონომიაზე და ადგილობრივ მოსახლეობაზე საუბრობს. 

 

მესტიაში მოგზაურობის აღწერას Financial Times UK-ი ნატახტრის აეროდრომიდან იწყებს, „რომელიც შოკოლადის ქარხნის მოპირდაპირედ მდებარეობს“. სტატიის ავტორი აღფრთოვანებით აღწერს სვანეთის მთებსა და ულამაზეს პეიზაჟებს.

 

Financial Times Uk-ის სტატიაში „დიდი თოვლი, ხინკალი და ჰელი-სკი საქართველოში“  მოთხრობილია ორი ადგილობრივი მკვიდრის, მიშა და ალექსი მარგიანების ისტორია, რომლებიც ოცდაათ წელს გადაცილებული ძმები არიან.

 


„მესტია, შუა საუკუნეების მთის ქალაქი, მოთხილამურეების ახალი აღმოჩენილი ადგილი. რომელიც ცნობილია შუა საუკუნეების კოშკებით. ქალაქი სადაც არაუმეტეს 2000 ადამიანი ცხოვრობს, მდებარეობს სვანეთის რეგიონის ცენტრში, სადაც სვანები ცხოვრობენ. ისინი ამაყად იცავენ უძველეს კულტურას და ენას - და ევროპის ზოგიერთ უდიდეს მთას.

 

მესტია იმდენად ახალი სათხილამურო კურირტია, რომ ახალგაზრდას ეს სპორტი უსწავლია ხის თხილამურებზე, რომლებიც აღჭურვილი იყო ხარის ტყავის საკინძებით. ახლა ის ხელმძღვანელობს ჰელი-სკის მოთხილამურეების საერთაშორისო ჯგუფს,“ - აღნიშნულია სტატიაში.

 

Financial Times Uk-ის ჟურნალისტი ქართულ გასტრონომიაზეც ამახვილებს ყურადღებას - „მესტიის მომხიბლავი მოკირწყლული მთავარი ქუჩა, სავსეა რესტორნებით, რომლებიც სტუმრებს ძირითადად ქართულ სამზარეულოს სთავაზობს, მათ შორის მშვენიერი ხინკალი და ხაჭაპური, ყველით სავსე პური,“ - წერს გამოცემა.

 

„ქალაქის  ყველა კუთხე ატარებს თავის კულტურულ მემკვიდრეობას. საგუშაგო კოშკები დაცულია და ერთ-ერთი მათგანი, რომელიც მარგიანის ძველი მეურნეობის ნაწილია, ანუ მაჩუბი, აღდგენილია როგორც პატარა მუზეუმი. მესტიაში ერთი კვირა შემეძლო თხილამურების გარეშე გამეტარებინა. ერთ საღამოს შევიკრიბეთ ქართული ღვინის დეგუსტაციაზე და უმეტეს ღამეებს სხვადასხვა რესტორანში ვჭამდით. ჩემი ფავორიტი იყო „ლუშნუ ქორ“, დაბალი ხის სასადილო, სადაც ლუდის და ორთქლზე მოთუშული ხინკლის უწყვეტი ნაკადი ეშვებოდა ახალგაზრდა ადგილობრივი გიდების მაგიდებზე. ქალაქი სავსე იყო ენერგიისა და პოტენციალის გრძნობით. თხილამურების გაქირავების პატარა ახალი მაღაზია ხის ფასადით, მაშინღა იწყებდა დიდი თოვლისთვის საჭირო თხილამურების გაყიდვას. მას ჯერ სახელიც არ ჰქონდა. „შეიძლება მომავალ წელს ჰქონდეს“, - თქვა მაღაზიის მეპატრონემ როცა თხილამურების სამაგრებს ასწორებდა.“ - აღნიშნულია სტატიაში.


თეგები:
სვანეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up