დიდმა ბრიტანეთმა 2022 წელს ავტომობილების წარმოება 9,8%-ით შეამცირა, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით კლება 40.5%-ია

დიდმა ბრიტანეთმა 2022 წელს ავტომობილების წარმოება 9,8%-ით შეამცირა, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით კლება 40.5%-ია

access_time2023-01-26 16:00:53

2022 წელს, გაერთიანებული სამეფოს ავტომობილების წარმოება 9,8%-ით 775,014 ერთეულამდე შემცირდა. ამასთან, 2019 წლის პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით კლება 40.5%-ია. მონაცემებს საავტომობილო მწარმოებელთა და მოვაჭრეთა საზოგადოება (SMMT) ავრცელებს.

 

ექსპერტები ამის მიზეზად ნახევარგამტარული კომპონენტების გლობალურ დეფიციტსა და მიწოდების ჯაჭვის პრობლემებს ასახელებენ, რაც ჩინეთის ჩაკეტვამ და ორი ბრიტანული ავტოსაწარმოს შეჩერებამ გამოიწვია.

 

2022 წლის დეკემბერში ბრიტანეთმა 51168 ავტომობილი აწარმოვა, რაც 17,9%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით.

 

ელექტრომობილებისა და ჰიბრიდების წარმოება 2022 წელს 4,5%-ით გაიზარდა და რეკორდულ 234 066 ავტომობილს მიაღწია.


 

ელექტრომანქანები სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს დიდი ბრიტანეთის ეკონომიკაში, აღნიშნავს SMMT. მათი ექსპორტი 2017 წლიდან 7-ჯერ გაიზარდა და გასულ წელს 10 მილიარდ ფუნტს გადააჭარბა. მანქანების მთლიან ექსპორტში წილი 4.1%-დან 44.7%-მდე გაიზარდა.

 

2022 წელს შიდა ბაზრისთვის 168 176 ავტომობილი (ზრდა 9,4%) დამზადდა, საექსპორტოდ - 606 838 (კლება 14%-ია). ამრიგად, დიდ ბრიტანეთში წარმოებული ათი ავტომობილიდან რვა ექსპორტზე გავიდა. ძირითადი მიმართულებები ევროკავშირის ქვეყნებია, სადაც მანქანების 57,6%-ია მიწოდებული, ასევე აშშ (13,3%) და ჩინეთი (8,7%). ევროკავშირში მიწოდება გასულ წელს 10%-ით შემცირდა, შტატებში - 31,6%-ით, ჩინეთში - 8,3%-ით. იაპონიაში ექსპორტი 5,7%-ით გაიზარდა, სამხრეთ კორეაში - 32,8%-ით, ავსტრალიაში - 4,7%-ით, სამხრეთ აფრიკაში - 23%-ით. მოხსენებაში ნათქვამია, რომ რუსეთში მიწოდება 78,3%-ით დაეცა, მაშინ როცა 2021 წელს ქვეყანა საექსპორტო ბაზრების ათეულში იყო.

 

Nissan-მა ბრიტანეთში წარმოება გასული წლის განმავლობაში 16,5%-ით - 238 330 მანქანამდე გაზარდა, Bentley - 8,6%-ით - 15,640 მანქანამდე. Jaguar Land Rover-ის წარმოება 8,1%-ით შემცირდა და 202,790 მანქანა შეადგინა, Mini-მ 0.3%-ით შეამცირა - 2206 მანქანამდე, Toyota-მ -19,2%-ით - 105,590 მანქანამდე, Vauxhall-მა (Citroen და Peugeot-ის ჩათვლით) - 70,3%-ით -  9,51 ათას მანქანამდე.

 

Honda-მ ქვეყანაში ავტომობილების წარმოება სვინდონში ქარხნის დახურვის შემდეგ შეწყვიტა, სადაც 2021 წელს თითქმის 54,5 ათასი მანქანა იწარმოებოდა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up