დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა რუსული ნავთობის დაზღვევის სრულად აკრძალვა დროებით გადადეს

დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა რუსული ნავთობის დაზღვევის სრულად აკრძალვა დროებით გადადეს

access_time2022-08-02 01:00:00

დიდმა ბრიტანეთმა უფლება მისცა ბრიტანულ კომპანიებს, დააზღვიონ ტანკერები, რომლებსაც რუსული ნავთობი მესამე ქვეყნებში გადააქვთ, სანქციებიდან გამონაკლისი დაუშვა ევროკავშირმაც. ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშალ თაიმსი“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა ეს გადაწყვეტილება გლობალური ენერგეტიკული კრიზისის წარმოქმნის საფრთხის გამო მიიღეს.

შეგახსენებთ, ლონდონმა და ბრიუსელმა ჯერ კიდევ მაისში მოილაპარაკეს, რომ სრულად აკრძალავდნენ საზღვაო გზით გადაზიდული რუსული ნავთობის დაზღვევას. ბრიტანეთმა ამ აკრძალვის ამოქმედება გადადო და ივლისის ბოლოს კომპანიებს აუკრძალა მხოლოდ იმ ტანკერების დაზღვევა, რომლებსაც რუსული ნავთობი ბრიტანეთში გადააქვთ. ეს შეზღუდვა 31 დეკემბრიდან ამოქმედდება.

ამასთან, როგორც მედია წერს, კომპანიებს უფლება ექნებათ, დააზღვიონ ხომალდები, რომლებსაც რუსული ნავთობი მესამე ქვეყნებში ჩააქვთ. მედიის ცნობით, ევროკავშირის მიერ 4 ივნისს დაწესებული ტანკერების დაზღვევის აკრძალვა ძალაში რჩება, თუმცა მასში შესწორებები შეიტანეს. ივლისის ბოლოს ევროკავშირმა მისცა უფლება სადაზღვეო კომპანიებს, იმუშაონ ზოგიერთ რუსულ სახელმწიფო კომპანიასთან, რომელთა შორის „ფაინანშელ თაიმსი“ ასახელებს „როსნეფტს“.

მედია იუწყება, რომ კომპანიებს აქვთ უფლება, გადაიხადონ ნავთობის გადაზიდვისთვის, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ტრანზაქციები მკაცრ საჭიროებას წარმოადგენს, ხოლო გადაზიდული ნავთობი და ნავთობპროდუქტები განკუთვნილია მესამე ქვეყნებისთვის და არა ევროკავშირის წევრებისთვის.


„ფაინენშალ თაიმსი“ ასევე წერს, რომ როგორც ევროკავშირის განცხადებაშია აღნიშნული, ეს ზომები მიღებულია მსოფლიოში სასურსათო და ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის ნებისმიერი პოტენციური ნეგატიური შედეგის თავიდან აცილების მიზნით.

როგორ მედია იუწყება, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მხრიდან რუსული ნავთობის საზღვაო გადაზიდვების დაზღვევის აკრძალვა იქნებოდა „ყველაზე ყოვლის მომცევლი შეზღუდვა“, რომელიც რუსული ნავთობპროდუქტების წინააღმდეგ დაწესდებოდა და მოსკოვს ჩაუკეტავდა წვდომას ტანკერების მსოფლიო ფლოტის უდიდეს ნაწილთან“.

ამასთან ერთად, მედია წერს, რომ ეს ზომა სავარაუდოდ გამოიწვევდა, მსოფლიოში ნავთობის მკვეთრ გაძვირებას, რადგან ბაზრიდან მილიონობით ბარელი რუსული ნავთობი გაქრებოდა. როგორც „ფაინენშალ თაიმსი“ წერს, ამის საშიშროების შესახებ თეთრ სახლში გამოთქვეს.

„ფაინენშალ თაიმსთან“ საუბრისას, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის სამთავრობო წრეების წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ ისინი კვლავაც აპირებენ რუსული ნავთობის საზღვაო გადაზიდვების დაზღვევის აკრძალვას დეკემბერში, როდესაც ევროკავშირის შეზღუდვებიც ამოქმედდება. თუმცა, ამის გაკეთებმადე ვაშინგტონი იმედოვნებს, რომ რუსული ნავთობის ზღვრული ფასის დაწესება მოხერხდება, რათა შიდა ბაზარზე საწვავზე ტარიფების შემცირება შესაძლებელი გახდეს.

„ჩვენ მზად ვართ, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები შემოვიღოთ და ვიმუშაოთ ჩვენს მოკავშირეებთან, რათა გარანტირებული იყოს, რომ ეს სანქციები შესრულდება და რუსეთის ეკონომიკაზე მაქსიმალურ ეფექტს იქონიებს“, – განუცხადეს „ფაინენშალ თაიმსს“ დიდი ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროში.

1tv.ge

თეგები:
ნავთობი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up