დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა რუსეთის სათათბიროს 386 დეპუტატს, რომლებმაც დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობას“ დაუჭირეს მხარი.
სასანქციო სიაში შეყვანილ დეპუტატებს დიდ ბრიტანეთში ჩასვლა აეკრძალებათ, მათი აქტივები დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე კი გაიყინება.
მანამდე ოფიციალურმა ლონდონმა სანქციები დაუწესა 20-მდე მსხვის რუს ბიზნესმენს, მათ შორის „ჩელსის“ მფლობელ რომან აბრამოვიჩს, „როსნეფტის“ ხელმძღვანელ იგორ სეჩინს, მილიარდერ ოლეგ დერიპასკას, „გაზპრომის“ მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ალექსეი მილერს.
უკრანაიში ომის დაწყებიდან დღემდე დიდ ბრიტანეთმას სანქციები რუსეთის 500-მდე მოქალაქეს დაუწესა. მათ შორის არიან ქვეყნის ხელმძღვანელი პირები - პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და სხვები.
imedinews.ge