დიდმა ბრიტანეთმა სანქცირებულთა სიაში ოთხი რუსული ბანკი შეიყვანა - „მტს ბანკი“, „სანკტ-პეტერბურგი“, „ურალსიბ“-ი და „ზენიტი“.
შესაბამისი დოკუმენტი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
როგორც ცნობილია დიდმა ბრიტანეთმა ახალი სანქციები დღეს, 24 თებერვალს გამოაცხადა. ამ ბანკების გარდა, მთავრობამ შეზღუდვებიც დააწესა, კერძოდ, „როსტომის“, „ალმაზ-ანტეის“ და სხვა ხელმძღვანელების მიმართ. მთლიანობაში სანქციები შეეხო 92 ფიზიკურ და იურიდიულ პირს.