დიდთოვლობის გამო, საბერძნეთის ხელისუფლება ათენის მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
დიდთოვლობამ გავლენა მოახდინა ვაქცინაციის პროცესზეც. მთავრობის გადაწყვეტილებით, ათენის ერთ-ერთ ყველზე დიდ რეგიონში, ატიკაში ვაქცინაციის პროცესი შეწყდა.
უსაფრთხოების მიზნით, ათენში გაჩერებულია ტრანსპორტის დიდი ნაწილიც.
საბერძნეთის მაღალმთიან რეგიონებში თოვლი უჩვეულო მოვლენა არ არის, განსხვავებით დედაქალაქისგან.
1tv.ge