თურქეთის ქალაქ სტამბოლში დიდთოვლობაა. ამინდის გაუარესების გამო სტამბოლის აეროპორტში ათობით ავიარეისი გადაიდო. დიდთოვლობამ ქალაქის ქუჩებში გადაადგილების პრობლემა შექმნა.
სტამბოლის გუბერნატორმა ალი იერლიკაიამ გზების თოვლის საფარისგან გაწმენდამდე ავტომობილების ქუჩაში გადაადგილება შეზღუდა. მაშველებმა ზვავსაშიში ზონებიდან 4 600-ზე მეტი ადამიანი თავშესაფარში გადაიყვანეს.
Reuters-ის ინფორმაციით, თურქეთის კურორტ ანტალიაში ბოლო 29 წლის განმავლობაში თოვლი პირველად მოვიდა.
IPN.GE