ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრის მთის კურორტების განვითარების კომპანიამ, დიდველზე ნოდოს სათხილამურო გზა ხელოვნური გათოვლიანების სისტემის დახმარებით გახსნა.
წყალმომარაგების კომპანიიამ შესძლო შესაბამისი ოდენობის წყლის რესურსის მოწოდება, რათა ამოქმედებულიყო ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, რომელიც ხელს არ შეუშლის ბაკურიანის დამსვენებლების წყლით უზრუნველჰყოფას.
2000 მეტრიან სათხილამურო გზას 34 თოვლის საფრქვევი აპარატი და 2 ზარბაზანი ათოვლიანებს.
წყალმომარაგების კომპანია აქტიურად მუშაობს გუდაურშიც, რათა კურორტს ხელოვნური გათოვლიანებისთვის საჭირო ოდენობის წყალი მიეწოდოს.
(R)