Die Tageszeitung: იარაღით ხელში - ტრამპისთვის

Die Tageszeitung: იარაღით ხელში - ტრამპისთვის

access_time2020-11-04 20:00:01

დამკვირვებლები საუბრობენ შეიარაღებულ ჯგუფებზე, რომლებიც საკუთარ თავს დონალდ ტრამპის არმიად თვლიან. მათი არსებობა დიდ რისკს შეიცავს, განსაკუთრებით არჩევნების შემდეგ პირველ დღეებში.

 

ჯერ კიდევ აპრილში, ავტომატებით შეიარაღებული თეთრკანიანი მამაკაცები, შტატ მიჩიგანში კორონავირუსთან ბრძოლისადმი მიძღვნილ პოლიტიკოსთა შეკრებას ესწრებოდნენ. მაისში და ივნისში, შტატებში არეულობის დაწყების შემდეგ ამ არაფორმალური შეირაღებული ფორმირებების მძიმედ შეიარაღებული წევრები უფლებადამცველებს უპირისპირდებოდნენ.

 

 

აგვისტოში შტატ ვისკონსინის ქალაქ კინოშაში პოლიციელები შეიარაღებულ ადამიანებს გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდიდნენ  - ამ ჯგუფის წევრებმა მოგვიანებით ორი დემონსტრანტი მოკლეს.

 

 

ოქტომბერში პოლიციამ მიჩიგანის დემოკრატი გუბერნატორის გრეთხენ უიტმერის გატაცების მცდელობის ბრალდებით 13 მამაკაცი დააპატიმრა.

 

 

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ -  Militia Watch და Armed Conflict Location and Event Data Project (ACLED)-მა - განაცხადა რომ, როგორც მინიმუმ 9 მოქმედი მემარჯვენე შეირაღებული დაჯგუფება ამერიკელი ამომრჩევლებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.


 

 

„ასეთი ჯგუფები საკუთარ თავს ტრამპის დამცველებად , მისი ხელმეორედ არჩევის და არჩევნების გაყალბების თავიდან არიდების მთავარ გარანტორებად თვლიან“ - მიიჩნევენ ამ ორგანიზაციების ექსპერტები.

 

 

მათ მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად. შტატებში 80-ზე მეტი არაფორმალური მემარჯვენე მიმართულების შეიარაღებული ფორმირება მოქმედებს. ფორმალურად ისინი კანონს არ არღვევენ - ამერიკაში იარაღის ტარება ოფიციალურად ნებადართულია, თუმცა, ფაქტიურად არავინ იცის ისინი რას აკეთებენ და რისი გაკეთება შეუძლიათ.

 

 

„მათი მაღალი დაინტერესება არჩევნებით მაინც და მაინც გარდაუვალ ძალადობას არ ნიშნავს, თუმცა, მათი ჰიბრიდული ტაქტიკა პროპაგანდასთან ერთად შეიარაღებული ბრძოლისთვის მზადყოფნა  დიდ რისკს ქმნის, არჩევნებამდეც, არჩევნების დროსაც და არჩევნების შემდეგაც“ - თვლიან ექსპერტები.

 

 

"Oath Keeper ერთ-ერთი უმსხვილესი შეიარაღებული დაჯგუფებაა, რომელშიც რამდენიმე ათასი ადამიანი შედის. ისინი სამოქალაქო ომისთვის ემზადებიან, რომელზეც მუდმივად საუბრობს ტრამპი. დამკვირვებლები, რომლებიც ასეთი ფორმირებების საქმიანობას იცნობენ, თვლიან, რომ ისინი არჩევნებში და არჩევნების შემდეგ შესაძლო მოვლენებში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ. თუმცა, სავარაუდოდ მათი ტაქტიკა არა ღია შეირაღებული კონფრონტაცია, არამდე წერტილოვანი დაშინება იქნება.

 

 

მათი აზრით, რეგიონებში, სადაც შეიარაღებული ფორმირებები აქტიურად მოქმედებენ, აფროამერიკელებისთვის, ლათინოამერიკელებისთვის და სხვა უმცირესობებისთვის, უახლოესი დღეები საშიში იქნება.



წყარო: Die Tageszeitung

მოამზად თენგიზ აბლოთიამ




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up