Die Welt: მიგრაციული კრიზისის დასასრული ილუზიაა

Die Welt: მიგრაციული კრიზისის დასასრული ილუზიაა

access_time2021-11-26 19:00:41

ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე მიგრაციული კრიზისის შესახებ, როგორც ჩანს, ყველას ნელა-ნელა ავიწყდება, თუმცა, კრიზისი ჯერ დასრულებისგან შორსაა - მიგრანტები პოლონეთში შეღწევას კვლავ ცდილობენ, მეზობელ ქვეყნებშიც სიმშვიდემდე ძალიან შორსაა.



ორი კვირის წინ, როდესაც ათობით ათასი აზიელი მიგრანტი პოლონეთის საზღვრის გარღვევას ცდილობდა, ვითარება დაიძაბა - საქმე არალეგალებს და პოლონელ მესაზღვრეებს შორის შეტაკებამდეც მივიდა.



ვარშავა და ევროკავშირი მინსკელ დიქტატორს ალექსანდრ ლუკაშენკოს მიგრანტების პოლიტიკურ იარაღად გამოყენებაში ადანაშაულებს. პოლონეთის გარდა, კრიზისი ლიეტუვას და ლატვიასაც შეეხო.



ბოლო დღეებში მდგომარეობა თითქოს დამშვიდდა - მიგრანტების არაბული ქვეყნებიდან მინსკიდან სამშობლოში ეტაპობრივად გადაგზავნის პროცესი უკვე დაიყო, ასევე პირდაპირი რეისები დამასკოდან  და ბაღდადიდან გაუქმდა, სტამბოლის მიმართულებით ძველ ნიშნულამდე შემცირდა...



მანამდე კი გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ლუკაშენკოს და პუტინს დაურეკა და საზღვარზე შექმნილი მდგომარეობა განიხილა. ეს ყველაფერი ვითარების დეესკალაციის შთაბეჭდილებას ქმნის და ევროპის საზოგადოებრიობას ეს პრობლემა წინა დღეებთან შედარებით ბევრად ნაკლებად ახსოვს.



თუმცა, რეალურად კონფლიქტი არსად არ გამქრალა - მიგრანტები მინსკში სხვა ქალაქებიდან - თბილისიდან, ბაქოდან, შარმ-ელ შეიხიდან, ხურგადიდან და დუბაიდან ჩადიან.




ოფიციალური მონაცემებით, ბელარუსულ მხარეზე ლოგისტიკურ ცენტრში ამ დროისთვის 2000-ზე მეტი მიგრანტი იმყოფება. მათ ტაქტიკა შეიცვალეს - ისინი საზღვარს ძალით  უკვე არ უტევენ,  და მცირე, შეუმჩნეველი ჯგუფებით ევროპაში გადასვლას ხმაურის გარეშე ცდილობენ.



მხოლოდ 25 ნოემბერს პოლონელმა მესაზღვრეებმა საზღვრის უკანონო გადაკვეთის 267 მცდელობა აღკვეთეს და ეს მხოლოდ 1 დღეში.



პოლონელი მესაზღვრეების ინფორმაციით, ბელარუსი სამხედროები, რომლებიც მიგრანტების საზღვრის მიმართულებით ერეკებიან, სულ უფრო აგრესიულები ხდებიან - ისინი ჰაერში ისვრიან, მიგრანტების ღამის ხედვის მოწყობილობებით ამარაგებენ, პოლონელ მესაზღვრეებს ლაზერებით ან სტრობოსკოპებით აბრმავებენ.



თავად მიგრანტები ძალიან მძიმე მდგომარეობაში რჩებიან - მხოლოდ მცირე ნაწილი ახერხებს საზღვრის გადაკვეთას და პოლონეთში გადასვლას, უმრავლესობა რამდენიმე კვირას პოლონეთის ტყეებში ატარებს.



ოფიციალური ბერლინის ცნობით, გერმანიამდე 10 000-ზე მეტმა არალეგალმა ჩააღწია, როგორც მინიმუმ 13 ადამიანი დაიღუპა. დამკვირვებლები შიშობენ, რომ უახლოეს კვირებში დაღუპულთა რაოდენობა გაიზრდება - ბელარუსთან მოსაზღვრე რეგიონები  პოლონეთში ყველაზე ცივია - დეკემბერში იქ ტემპერატურა მინუს 20 გრადუსამდე ჩამოდის.



24 ნოემბერს პირველი თოვლიც მოვიდა, ასე რომ კრიზისის არანაირ ამოწურვაზე და ვითარების რეალურ შეცვლაზე საუბარი არ მიდის.



ბალტიის ქვეყნებში ვიზიტის დროს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორცკიმ განაცხადა, რომ მიგრაციული კრიზისი არის უფრო მასშტაბური პოლიტიკური კრიზისის ნაწილი, რომელიც მეზობელ უკრაინასაც შეეხება.



„სხვადასხვა წყაროებიდან ჩვენ ვიცით, რომ უკრაინის ირგვლივ კარგად შეიარაღებული რუსული ძალები გროვდებიან“, - განაცხადა მორავეცკიმ.



ვარშავა მიიჩნევს, რომ ბელარუსული კრიზისი მოგვარებისგან შორსაა და ხანგრძლივი დაპირისპირებისთვის ემზადება - საზღვარი დახურულია პრესისთვის, მთელს პერიმეტრზე გაძლიერებულია კონტროლი, მობილიზებული საჯარისო ნაწილები არსად არ წასულან.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up