Die Zeit: რუსული გაზსადენი ევროპას ძვირი დაუჯდება

Die Zeit: რუსული გაზსადენი ევროპას ძვირი დაუჯდება

access_time2021-08-30 19:00:49

რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ზე ბოლო წლების მანძილზე ძალიან ბევრს კამათობენ, ძირითადად პოლიტიკურ ჭრილში, თუმცა, ფართო საზოგადოებისთვის თითქმის შეუმჩნევლად, ამ პროექტის ირგვლივ მიმდინარეობს სულ სხვა, მაგრამ არანაკლებად დაუნდობელი ომი - სამართლებრივი.


ეს ბრძოლა შესაძლოა ევროპელებს ძალიან ძვირი დაუჯდეთ, პირველ რიგში საკუთარი სიბრიყვის გამო.


დიდი ხანია გაზსადენის მფლობელები სხვადასხვა სასამართლო ინსტანციებში აპროტესტებენ ევროკავშირის ერთ-ერთ ნორმას - კერძოდ, „საგაზო დირექტივას“, რომელიც თანახმადაც გაზის მომპოვებელი და კონკრეტულ ქვეყანაში გაზის სისტემის ოპერატორი ერთი და იგივე სუბიექტი არ უნდა იყოს.


მარტივ ენაზე ეს ნიშნავს, რომ რუსებს საკუთარ ტერიტორიაზე გაზის მოპოვების და მისი ევროპისთვის მიწოდების უფლება აქვთ, მაგრამ კონკრეტულ ქვეყანაში გაზგამანაწილებელი კომპანიების ფლობის უფლება - არა.


„ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს მფლობელი Nord Stream AG ამას მის ბიზნეს-მოდელზე უხეშ შეტევად მიიჩნევს, რომლის თანახმადაც გაზის მოპოვება, ტრანსპორტირება და განაწილება ერთ ხელში უნდა იყოს. სწორედ ამიტომ მათ დღეს სხვადასხვა სასამართლოებში საჩივრები ერთი მეორის მიყოლებით შეაქვთ.


გაზსადენის მესაკუთრე-კომპანია, რომელიც ფორმალურად შვეიცარიაშია რეგისტრირებული და სინამდვილეში „გაზპრომის“ შვილობილია, რამდენიმე დღის წინ დიუსელდორფის სასამართლოში დამარცხდა - სასამართლომ კონცერნის პრეტენზიები დაუსაბუთებლად ცნო და ევროდირექტივების მოქმედება მის მიმართ ძალაში დატოვა.



თუმცა, ეს ისტორიის დასასრული არაა - ამ საკითხზე Nord Stream ევროკავშირს 2019 წლიდან ედავება და ამ ეტაპზე ეს უკვე შესაძლოა საკმაოდ ძვირი დაუჯდეს ევროპელებს.


რუსული მხარისთვის საჩივრის საფუძველია ევროპის ენერგეტიკული ქარტია, რომელიც ენერგეტიკაში ინვესტორების უფლებებს იცავს. დოკუმენტი ხელმოწერილ იქნა 1990-ან წლებში და მისი მიზანი აღმოსავლეთ ევროპაში და ყოფილი სსრკ-ს რესპუბლიკებში ენერგეტიკაში ინვესტიციების დაცვა იყო.


ქარტიას ხელი ევროკავშირის ყველა სახელმწიფომ მოაწერა, თუმცა, დღეს უკვე აშკარაა, რომ ეს შეთანხმება ევროპის წინააღმდეგ მოქმედებს - მის საფუძველზე სასამართლოებმა არაერთი მსხვილი ენერგოკომპანიის სასარგებლოდ სხვადასხვა გადაწყვეტილებები მიიღეს.


მაგალითად, ატომური რეაქტორების მწარმოებელმა შვედურმა კომპანიამ Vattenfall გერმანიის მთავრობას სასამართლო პროცესი მოუგო იმის გამო, რომ მან ქვეყანაში ატომური ენერგეტიკის განვითარების შეჩერება გადაწყვიტა.


ასევე ხშირია შემთხვევები, როდესაც კომპანიები უზარმაზარ კომპენსაციებს იღებენ იმის გამო, რომ ევროპა ნახშირის გამოყენებაზე თანდათან უარს ამბობს.


ენერგეტიკული ქარტია ევროპას ძალიან ძვირი უჯდება, რადგანაც განახლებად და ეკოლოგიურად უფრო სუფთა ენერგიაზე გადასვლას აფერხებს და მსხვილი კორპორაციების ინტერესებს იცავს.


ბრიუსელში ამ დოკუმენტის გაუქმებაზე სულ უფრო ხშირად საუბრობენ, თუმცა ევროკავშირში ამ საკითხზე ერთიანი აზრი არ არსებობს.


სანამ ევროპელი პოლიტიკოსები კამათობენ, რუსეთი მათსავე იარაღს ისევ მათ წინააღმდეგ იყენებს - და ეს მაშინ, როდესაც რუსეთი ქარტიას ან ცნობს და მის იურისდიქციას არ აღიარებს.


თუმცა, Nord Stream AG ხომ ოფიციალურად არა რუსული, არამედ შვეიცარიული კომპანიაა. შესაბამისად, ის ამაში ვერანაირ უხერხულობას ვერ ხედავს.

Die Zeit





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up