იაპონია რუსეთისთვის არამეგობრულ ქვეყნად იქცა და მოლაპარაკების პროცესის გაგრძელებაზე საუბარი ძალიან რთულია, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რითაც ის იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დოკუმენტს გამოეხმაურა, სადაც აღნიშნული კუნძულები რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულად არის მოხსენიებული.
მისი თქმით, კურილის ოთხივე კუნძული რუსეთის განუყოფელი ნაწილია.
„ცხადია, ახლა, როდესაც იაპონია გახდა არამეგობრული ქვეყანა და შეუერთდა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მტრული ქმედებების მთელ რიგს, რა თქმა უნდა, ძალიან, ძალიან რთულია საუბარი მოლაპარაკებების პროცესის გაგრძელებაზე. ოთხივე კუნძული რუსეთის ფედერაციის განუყოფელი ტერიტორია. რუსეთის ფედერაცია“, - განაცხადა პესკოვმა.
შეგახსენებთ, 2003 წლის შემდეგ პირველად იაპონიამ კურილის კუნძულებს რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებული უწოდა. კერძოდ, ქვეყნის საგარეო უწყების „დიპლომატიის ლურჯ წიგნში“ აღნიშნულია, რომ „ჩრდილოეთი ტერიტორიები არის კუნძულები, იაპონიის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ ახლა ისინი უკანონოდ არიან ოკუპირებული რუსეთის მიერ“.