დიმიტრი ტორაძე: თიბისი ბანკი არ აპირებს ხაზარაძე-ჯაფარიძის თაღლითობაზე რეაგირებას, რის გამოც სასამართლოში სარჩელი შევიტანეთ და 30 მილიონი დავუყადაღეთ

დიმიტრი ტორაძე: თიბისი ბანკი არ აპირებს ხაზარაძე-ჯაფარიძის თაღლითობაზე რეაგირებას, რის გამოც სასამართლოში სარჩელი შევიტანეთ და 30 მილიონი დავუყადაღეთ

access_time2022-06-21 15:40:49

21 ივნისს სასამართლომ „თიბისი ბანკის“ აქციონერებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბანკიდან დივიდენდის სახით მისაღები 30 მილიონმდე ლარი დაუყადაღა. სასამართლო განჩინება „თიბისი ბანკის“ ბრიტანელი აქციონერის იან მალქოლმ ჰოქის ადვოკატმა დიმიტრი ტორაძემ ბანკის ადმინისტრაციას ოთხშაბათს, 21 ივნისს გადასცა.


პრესკონფერენციაზე, რომელიც  რომელიც მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, ავთანდილ წერეთლისა და კომპანიების „სამგორი M“ და „სამგორი თრეიდის“ წინააღმდეგ სარჩელს შეეხებოდა, დიმიტრი ტორაძემ დეტალურად ისაუბრა და განმარტა, რომ კომპანიის ზარალი, მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით 50 მილიონ ამერიკულ დოლარს აჭარბებს. 


„ბრიტანელი აქციონერი „თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ ზემოხსენებული პირებისა და კომპანიების მხრიდან მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს, რომელიც, მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით, უკვე $50 მლნ–ს აჭარბებს. „თიბისი ბანკი არ აპირებს ხაზარაძე-ჯაფარიძის თაღლითობაზე რეაგირებას, რის გამოც  სასამართლოში სარჩელი შევიტანეთ და 30 მილიონი დავუყადაღეთ. 


პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი სარჩელის ძირითადი მოთხოვნებია მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, ავთანდილ წერეთლისა და კომპანიების „სამგორი M“ და „სამგორი თრეიდისთვის“ სს „თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ 16 664 000 აშშ დოლარის  და მიუღებელი შემოსავლის სახით 14 წლის განმავლობაში დასარიცხი პროცენტის დაკისრება“,  - აღნიშნა დიმიტრი ტორაძემ.


ადვოკატის თქმით, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მისაღებ დივიდენდებზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ნიშნავს, რომ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე მოპასუხეებს ეზღუდებათ ამ დივიდენდებზე წვდომა - მიღება და განკარგვა, რაც აუცილებელ პირობად მიაჩნია დიმიტრი ტორაძეს, რადგან მოპასუხეებმა სხვის სახელზე არ გადააფორმონ საკუთარი აქტივები და ამით არ სცადონ სამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდება.



მოსარჩელე მხარემ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, ავთანდილ წერეთლისა და კომპანიების „სამგორიM“ და „სამგორი თრეიდისგან“, „თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ  16 664 000 ამერიკული დოლარის და მიუღებელი შემოსავლის სახით 14 წლის განმავლობაში გადასახდელი პროცენტის დაკისრება მოითხოვა.


როგორც დიმიტრი ტორაძემ განმარტა, რადგან „თიბისი“ ბანკი თავად არაფერს აკეთებს და ფიქრობს გააკეთებს თუ არა რამეს, იმისთვის რომ კაპიტალში დაბრუნდეს თანხა, აქციონერის უფლება არის, რომ მან საკუთრივ თვითონ იდავოს სააქციო საზოგადოების სასარგებლოდ.


ჩვენ ვკითხეთ „თიბისი ბანკს“, რას აკეთებ ამისთვის?  ანუ რა სამართლებრივ და რა თანმიმდევრულ პროცედურებს ახორციელებ იმისთვის, რომ შენ კაპიტალში დაიბრუნო ეს თანხა. არ შეიმცირო კაპიტალი, არ დააზარალო საკუთარი თავი და არ დააზარალო აქციონერები. არსებობდა საკანონმდებლო დათქმა, 90 დღის ვადაში „თიბისის“ შეეძლო სრული იგნორი გაეკეთებინა  ჩვენთვის ან შეეძლო ეპასუხა და პასუხის მიხედვით წარმოგვეშვებოდა სარჩელით მიმართვის საფუძველი. საბოლოოდ მივიღეთ ის, რომ „თიბისიმ“ ძალიან ნათლად განგვიცხადა, რომ არაფერი არ გაუკეთებია, არაფერს არ აკეთებს და ფიქრობს აწი გააკეთებს თუ არა რამეს. შესაბამისად აქციონერის უფლება არის, რომ მან საკუთრივ თვითონ იდავოს სააქციო საზოგადოების სასარგებლოდ და იდავოს „თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ. „თიბისი ბანკის“ მიერ გაცემული სესხის, რომელიც გაიცა კომპანიებზე „სამგორი M“ და „სამგორი თრეიდი“ და მათ ანგარიშზე ამ თანხის მოხვედრისთანავე თანხა მოხვდა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ანგარიშებზე. შემდეგ ეს სესხები ჩამოიწერა ისე, რომ დაბრუნების მცდელობაც კი არ განხორციელებულა“, - განაცხადა იან მალჰოლმ ჰოქიის ადვოკატმა დიმიტრი ტორაძემ.


დიმიტრი ტორაძე იმედოვნებს, რომ სასამართლო განხილვის დროს „თიბისი ბანკისთვის“ ცარიელი სკამი ყოველთვის იქნება.


ძალიან გაგვიკვირდა, რომ „თიბისის“ არაფერი აქვს გაკეთებული, თუმცა ძალიან დიდი იმედი მაქვს, სასამართლო განხილვის დროს ჩვენს მხარეს იქნება. ჩვენს გვერდით აუცილებლად იქნება ცარიელი სკამი, და დიდი იმედი მაქვს, რომ „თიბისი“  ბანკი აღმოჩნდება მოსარჩელის მხარეს, იჯდება იქ, სადაც უნდა იჯდეს და დაიცავს საკუთარ ინტერესებს“, - ამბობს დიმიტრი ტორაძე.


ცნობისთვის, მოსარჩელე მხარემ, სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების მიზნით მიმართა, რის საფუძველზეც, სარჩელის წარდგენის პარალელურად, სასამართლომ  „თიბისი“ ბანკის აქციონერებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 30 მლნ ლარამდე მისაღები დივიდენდები დაუყადაღა.



(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up