დიმიტრი ხუნდაძე: თამბაქოსაგან გათავისუფლების პროცესი საქართველოში დაწყებულია და ამ პროცესს ვერავინ შეაჩერებს

დიმიტრი ხუნდაძე: თამბაქოსაგან გათავისუფლების პროცესი საქართველოში დაწყებულია და ამ პროცესს ვერავინ შეაჩერებს

access_time2022-02-09 17:40:00

„თამბაქოსაგან გათავისუფლების პროცესი საქართველოში დაწყებულია და ამ პროცესს ვერავინ შეაჩერებს. ამის ლობისტი, რა თქმა უნდა იქნება, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი და მე ამის ხმამაღლა გაცხადების ოპტიმიზმს მაძლევს ასევე საზოგადოების ადეკვატური დამოკიდებულება, რომ საზოგადოების მიმღებლობა ამ კუთხით არის ძალიან მაღალი. ნაკლები მწეველი და მეტი ჯანმრთელი მოქალაქე - ეს იმ ქვეყნის აუცილებელი პირობაა, რომელსაც აქვს დემოგრაფიული პრობლემები და ჩვენ კიდევ უფრო მაღალ ხარისხში აგვყავს ვალდებულება, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობა იყოს დაცული და თამბაქოს ზიანი იქნეს მაქსიმალურად შემცირებული“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ დღეს კომიტეტში გამართულ ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე, სადაც თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებულ შეფუთვასთან დაკავშირებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შემუშავების საკითხი განიხილეს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ხელისუფლების პრიორიტეტი ყოველთვის იყო მოქალაქეთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი ამ საკითხებში არის არა თუ თანამოაზრე, არამედ პოლიტიკის წარმმართველი და ყოველდღიურად ასრულებს საზედამხედველო ფუნქციას.

მისი თქმით, თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი ერთ-ერთი წარმატებული და საჭირო პროექტია, რომელსაც უკვე მესამე მოწვევის პარლამენტი წარმატებით ახორციელებს და მისი ინპლემენტაციის გზაც არის წარმატებული, რაზეც დღეს წარმოდგენილი პროექტიც მეტყველებს.

საკითხზე „თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვა - კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შემუშავების შუალედური ანგარიში, პრობლემები, გამოწვევები, სიტუაციური მიმოხილვა“ სხდომაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ ისაუბრა.

მისი თქმით, თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულების პროცესი არის მთავარი გზა მთელი რიგი დაავადებების პრევენციისა და თავიდან აცილების კუთხით, ამდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება კანონის აღსრულებისთვის განსაზღვრულ ყოველ კანონქვემდებარე აქტს.

კანონმა დაადგინა საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის და მისი შეფუთვის სტანდარტიზების ვალდებულება, შესაბამისად, განისაზღვრა ამ წესის შემუშავების ვადაც. საკითხი ეხება თამბაქოს ნაწარმის მიმზიდველობის შემცირებას, სამედიცინო გაფრთხილების ეფექტიანობას და თვალსაჩინოების გაზრდას მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის შესაძლებლობების შემცირების მიზნით.


როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე რეალიზაცია 2023 წლის პირველი იანვრიდან უნდა აიკრძალოს და სწორედ ამ მიზანს ემსახურება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის - „საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტიზების შესახებ“ წარმოდგენილი ტექნიკური რეგლამენტის პროექტიც.

თამარ გაბუნიას განცხადებით, ტექნიკური რეგლამენტის პროექტზე მუშაობის პროცესი ფაქტობრივად დასრულებულია, თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე რეალიზაციის აკრძალვა სრულ შესაბამისობაშია თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის მოთხოვნებთან, ასევე, ასახულია 2021-2025 წლების თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში. შემოთავაზებული პროექტი შესაბამისობაშია ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან.

აქცენტი კეთდება თამბაქოს ნაწარმისადმი მიმზიდველობის შემცირებაზე, თამბაქოს შეფუთვის საშუალებით თამბაქოს რეკლამირების და პოპულარიზაციის შემთხვევების აღმოფხვრაზე, მომხმარებელში იმგვარი შთაბეჭდილების შექმნის თავიდან არიდებაზე, თითქოს თამბაქოს რომელიმე პროდუქტი სხვა პროდუქტზე ნაკლებად მავნებელია და თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე დატანილი სამედიცინო გაფრთხილებების შემჩნევადობის, მისი ეფექტიანობის გაძლიერებაზე.

„მოლოდინი გვაქვს, რომ ამ ტიპის ცვლილებები გამოიწვევს მწეველობის მაჩვენებლების შემცირების ხელშეწყობას და ეს, რა თქმა უნდა, თავის მხრივ დადებითად აისახება საზოგადოებრივი ჯანდაცვის იმ დიდ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენს წინაშე დგას“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საქართველოში ჯანმო-ს წარმომადგენლის შეფასებით, ძალიან დროულია, რომ საქართველო ამკაცრებს ნაბიჯებს, ვინაიდან თამბაქოს პროდუქტის სადა შეფუთვა, პიქტოგრამებთან კომბინაციაში, შეამცირებს მიმზიდველობას, განსაკუთრებით ბავშვებში.

მან საქართველოს ასევე მიულოცა ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც დეკემბერში მიიღო პარლამენტმა და რომლითაც მოწევა, მათ შორის, ტაქსიში იკრძალება.

დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აქტიური და პოზიტიური ჩართულობის გარეშე ეს პროცესი ასე სწრაფად და პოზიტიურად ვერ წარიმართებოდა.

მან მადლობა გადაუხადა ყველა მხარეს პროცესებში აქტიური მონაწილეობისათვის, რაც იმის იმედს იძლევა, რომ თამბაქოს ზიანი ქვეყანაში მაქსიმალურად იქნება შემცირებული.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ფინანსთა, საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, საქპატენტის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, პროფესიული ასოციაციების, სამთავრობო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up