მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ბერნარ არნომ LVMH - ის რიგით მეორე მსხვილი ბრენდის Dior - ის დირექტორად , თავისი ქალიშვილი დელფინ არნო დანიშნა - ამის შესახებ ინფორმაციას Cnn ავრცელებს, მედიის ცნობით ბერნარ არნომ ეს გადაწყვეტილება LVMH-ში ცვლილებების ფარგლებში მიიღო.
კომპანია ფლობს მაღალი დონის ბრენდებს, მათ შორისაა Fendi და louis Vuitton , კომპანიის კაპიტალი კი 336 მილიარდ ფუნტს შეადგენს. Dior - ის ხელმძღვანელი , რომელიც დელფინ არნომ ჩაანაცვლა პიეტრო პეკარია, რომელიც ცვლილებების ფარგლებში დაწინაურდა და louis Vuitton - ის LVMH - ის უმსხვილესი ბრენდის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე გადაინაცვლა.
აღსანიშნავია, რომ ბერნარ არნოს ხუთივე შვილი LVMH - ის ჯგუფში შემავალი ბრენდების წამყვან პოზიციებს იკავებენ. ცვლილებების ფარგლებში ბერნარ არნოს უფროსი ვაჟიშვილი ოჯახის ჰოლდინგ კომპანიის ხელმძღვანელად დაინიშნა, ხოლო ალექსანდრე არნო tiffany - ში პროდუქტის განვითარებასა და კომუნიკაციებზეა პასუხისმგებელი.
ფრედერიკ არნო ჯგუფში შემავალი ბრენდის Tag heuer - ის აღმასრულებელი დირექტორია, ყველაზე უმცროსი ვაჟი რომელიც 24 წლისაა, Louis Vuitton-ის საათების განყოფილებაში მარკეტინგისა და პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელის პოსტს იკავებს.