Dior-ის ყველაზე ძვირად ღირებული სახეები - ვის რამდენი გადაუხადა ბრენდმა რეკლამისთვის

Dior-ის ყველაზე ძვირად ღირებული სახეები - ვის რამდენი გადაუხადა ბრენდმა რეკლამისთვის

access_time2022-05-29 22:00:04

1946 წელს კრისტიან დიორმა ფრანგული მოდის ბრენდი Dior დააარსა. ბრენდის დებიუტი ერთი წლის შემდეგ, ასაფრენ ბილიკზე შედგა.

მისი ფორმულის დიზაინის გამო, რამაც ინდუსტრიაში მოდის ახალი სტანდარტი შემოიტანა, Dior მყისიერად გახდა წარმატებული.

ბრენდი გლობალური 1980-იან წლებში, მარკ ბოჰანისა და ჯანფრანკო ფერეს ხელმძღვანელობის დროს გახდა. პირველი გავლენიანი ფიგურა, რომელმაც ბრენდი ბეჭდურ რეკლამებსა და კამპანიებში წარადგინა, იზაბელ აჯანი იყო.

Dior -ს წლების განმავლობაში სხვადასხვა ცნობილი სახეები წარადგენდნენ. შარლიზ ტერონის საკულტო სუნამოებით დაწყებლი, კარა დელევინის მაკიაჟისა და კანის მოვლის ხაზით დასრულებული, ბრენდს უამრავი სახე ჰყავდა. წარმოგიდგენთ მათ შორის ყველაზე ძვირად ღირებულებს:

ანია ტეილორ-ჯოი - 1 მილიონი დოლარი

ანია ტეილორ-ჯოისთვის 2021 წელი გამორჩეული წელი იყო, რადგან მან The Queen's Gambit-ში როლის შესრულებისთვის რამდენიმე ჯილდო მოიგო. 2021 წლის ოქტომბერში იგი გამოცხადდა მოდისა და მაკიაჟის გლობალურ ელჩად. მიუხედავად იმისა, რომ მისი კონტრაქტის დეტალები ჯერ არ არის ცნობილი, ტეილორ-ჯოი, სავარაუდოდ, წელიწადში 1 მილიონ დოლარზე მეტს გამოიმუშავებს.

კარა დელევინი - 1,5 მილიონი დოლარი

კარა დელევინი Dior-ის სილამაზის ელჩი და Dior-ის სამკაულების Dior Joaillerie ხაზის სახე 2019 წელს გახდა. მან ბრენდის ქვეშ რამდენიმე კამპანია წამოიწყო, მათ შორის Dior Lip Glow და დაბერების საწინააღმდეგო კანის მოვლის ხაზი - Capture Youth. გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობს პარტნიორობისთვის ყოველწლიურად 1,5 მილიონ დოლარს უხდიან.

მარიონ კოტიარი - 1,5 მილიონი დოლარი

ელეგანტური მარიონ კოტიარი Lady Dior Bags-ის სახე 2008 წელს გახდა. Dior-ის ბეჭდურ რეკლამებში მონაწილეობის პარალელურად, ის გადაიღეს ექსკლუზიურმა ფოტოგრაფებმა, როგორიცაა ანი ლეიბოვიცი და პიტერ ლინდბერგი. Elle-ის ცნობით თითო მოკლემეტრაჟიან ფილმში ლედი დიორისთვის, კოტიარს 1,5 მილიონი დოლარი გადაუხადეს.


ემა რადუკანუ - 2,75 მილიონი დოლარი

ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა სახე, რომელიც Dior-ს წარმოადგენს, ჩოგბურთის სენსაცია, ემა რადუკანუა. ის მხოლოდ 18 წლის იყო, როდესაც მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა და მარია გრაცია ჩიურის ქალის ტანსაცმლის კოლექციის სახე გახდა. კონტრაქტის მიხედვით, რადუკანუს 2,75 მილიონი დოლარი გადაუხადეს.

ჯონი დეპი - 5 მილიონი დოლარი

ჯონი დეპი Dior-ის სახე 2015 წელს გახდა. იგი მამაკაცის სუნამოს, Dior Sauvage-თვის მუშაობდა. დეპს კონტრაქტის მიხედვით 5 მილიონ დოლარზე მეტი გადაუხადეს.

რობერტ პატინსონი - 12 მილიონი დოლარი

რობერტ პატინსონმა 2013 წელს, როგორც Dior Homme-ის სუნამოების ახალი სახე, მსახიობი ჯუდ ლოუ შეცვალა. პატინსონის კამპანიის მოკლემეტრაჟიანი ფილმები, რომელიც განასახიერებს გაბედულ, მაგრამ დაუძლეველ პიროვნებას, მოდის სახლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რეკლამაა. სამწლიანი კონტრაქტისთვის მსახიობს 12 მილიონი დოლარი გადაუხადეს.

2016 წელს ის ასევე გახდა Dior Ready-To-Wear დიზაინის ელჩი და გადაიღო ლეგენდარულმა ფიგურამ კარლ ლაგერფელდმა. 2021 წელს ის დაბრუნდა Dior Homme-ის კამპანიაში მოკლემეტრაჟიანი კოლაჟით - I'm Your Man.

ჯენიფერ ლოურენსი -15 მილიონი დოლარი

ჯენიფერ ლოურენსმა Dior-თან გარიგება 2014 წელს დადო. სამწლიანი კონტრაქტის მიხედვით, მას წლიურად 5 მილიონი დოლარის ანაზღაურება უნდა მიეღო. გარდა ამისა, იგი გახდა გლობალური ელჩი და სილამაზისა და აქსესუარების კამპანიის სახე.

შარლიზ ტერონი - 55 მილიონი დოლარი

ამ მხრივ Dior- ის ყველაზე ძვირად ღირებული გარიგება შარლიზ ტერონთან შედგა. მან მსახიობთან გააფორმა გრძელვადიანი კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც, 15 წლის განმავლობაში შარლიზი 55 მილიონ დოლარს მიიღებდა. სანაცვლოდ მსახიობი J’adore Dior-ის სუნამოს სახე გახდა. ტერონმა მონაწილეობა მიიღო სუნამოების რამდენიმე კამპანიაში და დღემდე ახორციელებს ბრენდის რეკლამას - წითელ ხალიჩაზე ატარებს Dior-ის კუტურ კოსტიუმებს.

წყარო: therichest.com,  "ბიზნესპრესნიუსი"





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up