„დირსის“ შემთხვევა აჩვენებს, რომ ინვესტორების ინტერესების დაცვა მერიისგან განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს“ - გიორგი კაპანაძე

„დირსის“ შემთხვევა აჩვენებს, რომ ინვესტორების ინტერესების დაცვა მერიისგან განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს“ - გიორგი კაპანაძე

access_time2021-08-25 15:55:36

„შემაშფოთებელია რამდენიმე დღის წინ AS Georgia - "დირსის" მიერ გავრცელებული განცხადების შინაარსი, რადგან ცალსახაა, რომ კომპანია, რომელსაც დედაქალაქის დეველოპერულ სექტორში ყველაზე მსხვილი - 200 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული და რომლის საინვესტიციო გეგმებიც 1 მლრდ დოლარის მოცულობაზე ადის, არ უნდა აწყდებოდეს დროში უსაშველოდ გაწელილ და პრაქტიკულად, თითიდან გამოწოვილ ბიუროკრატიულ ბარიერებს“, - ამის შესახებ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, გიორგი კაპანაძემ განაცხადა.


მისი თქმით, ის კონკრეტული პრობლემები, რაც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში იყო აღნიშნული და რომელთა მოუგვარებლობაც ინვესტორს ხელს უშლის განვითარებასა და საინვესტიციო ვალდებულებების დროულად შესრულებაში, არათუ დროში უნდა იწელებოდეს, არამედ, უბრალოდ არც კი უნდა არსებობდეს.


„ჩემთვის არის სრულიად გაუგებარი, როცა საქმე გვაქვს დედაქალაქის დეველოპერული სექტორის, ფაქტობრივად, ყველა დროის ყველაზე მსხვილ ინვესტორთან, ნაცვლად იმისა, რომ მუნიციპალიტეტი ყოველმხრივ ხელს უწყობდეს მას საქმიანობაში, როგორ ხდება, რომ წლობით არ წყდება მარტივი საკითხები, რაც შემდგომში კიდევ უფრო რთული პრობლემების წარმოშობას უწყობს ხელს“, - აღნიშნა კაპანაძემ.


როგორც „აფბას“ ხელმძღვანელმა განმარტა, საკითხები, რაც „დირსმა“ საჯაროდ გამოიტანა და დღემდე გადაულახავ წინააღმდეგობებად წარმოაჩინა, კეთილი ნების და ინვესტორის საუკეთესო ინტერესების ობიექტურად დაცვის შემთხვევაში, რამდენიმე დღეში გადაწყვეტადი პრობლემებია.



„კომპანია საუბრობს, რომ მის კუთვნილ ტერიტორიაზე გაჩნდა უკანონო ბარაკული ტიპის ნაგებობა და მისი დემონტაჟის უფლებისთვის უკვე მეორე წელია მერიასთან მიმდინარეობს დაუსრულებელი და უშედეგო მიმოწერა. არსებული ნაგებობა ფიზიკურად უშლის ხელს კომპანიის მიერ ნაკისრი საინვესტიციო ვალდებულების შესრულებას, რაც 7,5 ჰექტარზე სარეკრეაციო პარკის გაშენებას გულისხმობს.


გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მომიჯნავე ტერიტორიაზე, რომელზედაც კომპანიას საინვესტიციო ინტერესი აქვს გამოხატული და სახელმწიფოსთან ოფიციალურ მოლაპარაკებაშია ჩართული, ასევე ჩნდება ანალოგიური ტიპის უკანონო ნაგებობა, რომლის არსებობაც, პრაქტიკულად აჩერებს საინვესტიციო შეთანხმების პროცესს და ჰაერში ჰკიდებს მრავალმილიონიანი განაშენიანების შემდგომ ბედს. ეს ხდება ერთი ბარაკული შენობის უცნობი მეპატრონის ინტერესების საპირწონედ, რომელიც, როგორც ჩანს, იმასაც ახერხებს, რომ მერიისგან ნებართვას იღებს და ამ ნებართვის საფუძველზე „თელასი“ ამ შენობას ელექტროენერგიით უზრუნველყოფს. ეს ფაქტი, იმდენად აბსურდულად გვეჩვენება, რომ არც კი ვიცით ჩინოვნიკური გულგრილობისა და შესაძლო „მარცხენა“ ინტერესების კონტექსტში უნდა განვიხილოთ, თუ კიდევ სხვა რამ შეიძლება დავარქვათ“, - აღნიშნა კაპანაძემ.


მისი თქმით, „აფბა“ ინტერესით დააკვირდება არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით თბილისის მერიის გამოხმაურებას, რამდენადაც აღნიშნული პრობლემა, თავისი არსით, სცდება ერთი კონკრეტული, თუნდაც სექტორში ყველაზე მსხვილი ინვესტორის ინტერესს და აშკარად იძენს არაჯანსაღი ტენდენციის ხასიათს.


„ფაქტია, „დირსის“ შემთხვევა აჩვენებს, რომ ინვესტორების ინტერესების დაცვა მერიისგან განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მუნიციპალიტეტი ადეკვატურად შეხედავს პრობლემის შინაარს და მის მასშტაბს და შესაბამისი სწორი დამოკიდებულებით მიუდგება მისი გონოვრულ დროში გადაჭრის შესაძლებლობებს. სხვა შემთხვევაში, მივიღეებთ ვითარებას, როცა მარტივი ბიუროკრატიული პრობლემების გამო ზარალდება, როგორც დედაქალაქის სარეკრეაციო და ინფრასტრუქტურული ინტერესები, ისე, არანაკლებ, თუ უფრო მეტად მნიშვნელოვანი არა - ინვესტორის კანონიერი ინტერესი. თუ რა შესაძლო და შორსმიმავალი ნეგატიური შედეგების  გამოწვევა შეუძლია ამგვარ ვითარებას, იმეედი გვაქვს, ამის ახსნა ან/და შეხსენება თბილისის მერიის მესვეურებს არ სჭირდებათ“, - აღნიშნა გიორგი კაპანაძემ.

 

 

 

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up