სატელევიზიო ინდუსტრიის გიგანტი, Disney სამსახურიდან 7,000 თანამშრომლის ეტაპობრივ გათავისუფლებას იწყებს.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ბობ აიგერის განცხადებით, არადამაკმაყოფილებელი კვარტალური შედეგების ფონზე, Disney რესტრუქტურიზაციის ახალ სტრატეგიაზე გადადის, რომელიც ხარჯების 5.5 მილიარდი დოლარით შემცირებას გულისხმპბს.
ხარჯები შემცირდება როგორც სტრიმინგ-პლატფორმის, ასევე სატელევიზიო ქსელების - ESPN-ისა და Plus-ის მიმართულებით.
7,000 თანამშრომელი Disney-ს გლობალური სამუშაო ძალის მხოლოდ 3%-ია.