კინოსტუდიამ Walt Disney Company, რომელმაც ორი თვის წინ განაცხადა რუსეთის ბაზრიდან გასვლის შესახებ, ამ გადაწყვეტილებით მიღებული ზარალი დაასახელა. ეს თითქმის ოთხჯერ მეტია, ვიდრე, მაგალითად, Visa–სა და Mastercard–ის ზარალი ერთად აღებული. ამის შესახებ rb.ru წერს.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
კონკრეტული თანხა, რომელიც Disney–მ ზარალად მიიჩნია, კომპანიის კვარტალურ ფინანსურ ანგარიშგებაში ასახა.
Walt Disney Company–მ $195 მლნ დაკარგა, ნათქვამია დოკუმენტში. ამის მიზეზი რუსული აქტივების გაუფასურება გახდა. ამასთან, საანგარიშგებო პერიოდში, წლიურ გამოსახულებაში, კომპანიის შემოსავლები23%–ით გაიზარდა $19,25 მლრდ–მდე.
Disney–მ 11 მარტს განაცხადა, რომ წყვეტს რუსეთის ტერიტორიაზე საქმიანობას და ამის მიზეზად უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესია დაასახელა.