GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.
საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც ონლაინ რეჟიმში მეწარმეობის, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით სესიების ჩატარებას გულისხმობს, უახლოეს მომავალში ამოქმედდება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ინიციატივით, სფეროში ცოდნის გადაცემის ციკლი არ შეწყდება და წარიმართება პროფესორების, სტარტაპების, დარგის ექსპერტების ჩართულობით.
ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული რისკების თავიდან აცილების მიზნით, აღნიშნულ დარგებში დაგეგმილი ტრენინგების, გადამზადების კურსებისა და პროგრამების დიდი ნაწილი გაუქმდა ან გარკვეული ვადით გადაიდო. ინიცირებული სოციალური პროექტი, ონლაინ რეჟიმში იქნება ღია ნებისმიერი მსურველისთვის, ვისაც აინტერესებს, გაიღრმაოს ცოდნა სტარტაპ აქსელერაციის, ფინანსებთან წვდომის, ინვესტორებთან ურთიერთობის ფორმების, სხვადასხვა ტექნოლოგიური ტრენდებისა და, ზოგადად, სტარტაპ ეკოსისტემის შესახებ.