დისტრიბუტორები აბსოლუტურად ტყუილად იღებენ ჯარიმებს - ივა ჭყონია პრობლემის გადაჭრის გზებზე

დისტრიბუტორები აბსოლუტურად ტყუილად იღებენ ჯარიმებს - ივა ჭყონია პრობლემის გადაჭრის გზებზე

access_time2022-10-27 12:00:19

სადისტრიბუციო კომპანიები ხელისუფლებას უპარკინგობით გამოწვეული ჯარიმების გამოწერაზე მორატორიუმის დაწესებას სთხოვენ. ამ მიზნით, მომავალ კვირაში, ქვეყნის ვიცე-პრემიერთან შეხვედრა გაიმართება, სადაც საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია ლევან დავითაშვილს და საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელობას დისტრიბუტორთა პრობლემებზე დეტალურად მიაწვდის ინფორმაციას, რადგანაც ჯარიმების გაზრდის შემდეგ, მათ საკმაოდ მძიმე ფინანსური ტვირთი დააწვათ და ამა თუ იმ მაღაზიისთვის პროდუქციის მიწოდება პარკინგის არარსებობის შემთხვევაში, ჯარიმების სახით, საკმაოდ ძვირი უჯდებათ.


როგორც საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა ივა ჭყონიამ გადაცემაში „ბიზნესი რუსთავი 2-ზე“ ისაუბრა, ასოციაციამ ოფიციალური წერილებით შესაბამის უწყებებს უკვე მიმართა და იმედი აქვს, რომ დადებითი გადაწყვეტილების მიღწევა პრობლემა არ იქნება, მით უმეტეს, რომ სადისტრიბუციო კომპანიები ამის გამო კადრებს კარგავენ და მალე მაღაზიაში პროდუქციის შეტანა შესაძლოა, ცალკე, პრობლემად იქცეს.


„არ არსებობს ჩვენთვის ადგილი, არ არსებობს ფიქსირებული ტარიფი, რომ გადაიხადონ და სადისტრიბუციო მანქანებს ქონდეს პარკინგის საშუალება. ჩვენ საუბარი პრობლემებზე 5 წლის უკან დავიწყეთ, როდესაც ქულების დაკლება იყო და მაშინ აქტიურად ვიმუშავეთ საპატრულო პოლიციასთან და რომ ეს ჩვენს ქულათა სისტემაზე არ ასახულიყო, რადგანაც უკვე თანამშრომლების გარეშე დავრჩებოდით. რაც სახელმწიფომ გაითვალისწინა.


ბოლო პერიოდში თანამშრომელთა გადინების ერთ-ერთ მიზეზად იქცა პარკირების ჯარიმები. ჩვენ წერილი გავუგზავნეთ საქართველოს ვიცე-პრემიერს ლევან დავითაშვილს, საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელობას და ქალაქ თბილისის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს. დაახლოებით 10 დღის წინ ჩვენ შეხვედრა გვქონდა გიორგი ტყემალაძესთან, ავუხსენით სიტუაცია და მივიღეთ დაპირება, რომ აქტიურად ჩაერთვებიან. უკვე დაიწყო მუშაობა, რათა მივაწოდოთ ინფორმაცია, ჩვენთვის კრიტიკული ადგილები სად არის, შევაჯეროთ და შემდეგ საპარკინგე ადგილები გამოიყოს. ჩვენ წევრ კომპანიებთან, რითეილ ასოციაციასთან ინტენსიურად ვმუშაობთ და ვიღებთ ინფორმაციას, ვამუშავებთ და უახლოეს დღეებში გადავუგზავნით. მაგრამ ეს არის გრძელვადიანი პერსპექტივა და ამას მინიმუმ 1 წელი დასჭირდება, რომ ადგილები გამოიყოს. მომავალში, როდესაც ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყება მივიღეთ დაპირება, რომ ჩართული ვიქნებით აქტიურად, რათა იქ სადაც მაღაზია გაიხსნება იყოს საპარკინგე ადგილი. წინააღმდეგ შემთხვევაში არასწორია ჯარიმის გამოწერა. თუ არ არსებობს საპარკინგე ადგილი მაშინ ჯარიმა არ უნდა გამოიწეროს“, - აცხადებს ივა ჭყონია.



მისი თქმით, გრძელვადიანი გეგმის პარალელურად მუშავდება მოკლევადიანი გეგმა, რაც ამ დროისთვის ხელისუფლებასთან შეთანხმების საგანს წარმოადგენს. ივა ჭყონია მიიჩნევს, რომ სადისტრიბუციო მანქანებისთვის ჯარიმების გამოწერაზე, მოკლევადიან პერიოდში გარკვეული მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს.


„რომ ჯარიმები, ვიდრე მდგომარეობა არ გამოსწორდება, არ დაიწეროს. წინააღმდეგ შემთხვევაში მაღაზიების მომარაგებას ფიზიკურად ვეღარ შევძლებთ. ერთი პრობლემა ისაა, რომ კადრების გადინება იქნება ძალიან მაღალი და მეორე, კომპანიები მაღაზიებამდე ფიზიკურად პროდუქტის მიტანას ვერ შეძლებენ.


ევროპაში არის ასეთი პრაქტიკა, ვიდრე გაიხსნება სავაჭრო წერტილი, ხდება მუნიციპალიტეტთან შეთანხმება და მათი ნებართვის შემდეგ ხდება სავაჭრო ობიექტის გახსნა. ამისთვის შემდგომ ცალკე საპარკინგე ადგილია გამოყოფილი და კომპლექსურად მიდის მუშაობა. კარგი იქნება თუ ჩვენს ქვეყანაშიც გარკვეულწილად ნაბიჯებს გადავდგამთ.


ჩვენ ჯარიმებს კი არ ვაპროტესტებთ, კი ბატონო ჯარიმა იყოს, მაგრამ სანამ ჯარიმას დაწერ უნდა არსებობდეს რაღაც რაც გამორიცხავს იმას, რომ დისტრიბუტორები ტყუილად არ დაჯარიმდნენ. დღეს დისტრიბუტორები აბსოლუტურად ტყუილად იღებენ ჯარიმებს“, - აღნიშნა ივა ჭყონიამ.


დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ როდესაც ჯარიმა შეადგენდა 10 ლარს ეს თანხა ასე თუ ისე „ასატანი“ იყო, თუმცა დღეს ჯარიმების ოდენობა გახუთმაგებულია.


„თუ თვის განმავლობაში გამოიწერებოდა 5 ან 10 ჯარიმა ანუ თანხა 100 ლარის ფარგლებში იყო და ახლა წარმოიდგინეთ როდესაც შენი ხელფასი არის 1500 ლარი და გიწევს 500 ლარის ჯარიმებში გადახდა ძალიან რთულია. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებიც რიგ შემთხვევაში თავის თავზე იღებენ და თანამშრომლებს ეხმარებიან, მაინც წარმოუდგენელია. როდესაც კომპანიას ჰყავს ავტოპარკში 100 და 150 მანქანამდე წარმოიდგინეთ რამდენად სერიოზულ პრობლემაზე გვაქვს საქმე“, - აღნიშნა ივა ჭყონიამ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up