„თანხები უნდა გამოიყოს არა ნაძვის ხეების და ქუჩების განათებაზე, არამედ სამედიცინო დანადგარების შესაძენად“ - ვახტანგ სურგულაძე

„თანხები უნდა გამოიყოს არა ნაძვის ხეების და ქუჩების განათებაზე, არამედ სამედიცინო დანადგარების შესაძენად“ - ვახტანგ სურგულაძე

access_time2020-11-24 11:00:08

„სამწუხაროდ, საქართველოში ჯანდაცვის სისტემის მართვა არ ვიცით. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელსაც მე ვეძახი საყოველთაო „ბედნიერების“ პროგრამას, იყო სრული პროფანაცია. რომელმაც მოიტანა უხარისხო სამედიცინო სერვისი. არავინ ფიქრობდა რისკებზე, არ ხდება დღეს პოსტ დიპლომური განათლების მიღება და კრიზისული მომენტების მართვა. ჩვენი მედიცინა უკან მიდიოდა და ხარისხზე არავინ ფიქრობდა. წინა მინისტრმაც თქვა, რა დროს ხარისხია, ხალხს სერვისი უნდა მივაწოდოთო, — ამის შესახებ „კომერსანტთან“ ჯანდაცვის ექსპერტი ვახტანგ სურგულაძე საუბრობს. 


ექსპერტი დაწვრილებით საუბრობს ჯანდაცვის სისტემის გამოწვევებზე და ხელისუფლების მიერ დაშვებულ მთავარ შეცდომებზე.


„უხარისხო მედიკამენტი“ ან „დაბალი ხარისხის სამედიცინო დახმარება“ არის ოქსიმორონი. არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა, სად გაგიწევენ სამედიცინო დახმარებას, ლაგოდეხში, თუ თბილისში, ყველგან უნდა ვეცადოთ, რომ სამედიცინო დახმარების დონე იყოს მაღალი. ყველაფრის საფუძველია პირველადი ჯანდაცვა, ოჯახის ექიმი და ოჯახის ექიმი სოფლად. კოვიდის დროს მივიღეთ შედეგად ის, რომ არ გვყავს კარგად მოტივირებული ოჯახის ექიმები. მათ უნდა მართონ რეალურად, რაღაც დონეზე ეს კრიზისი“, -აცხადებს სურგულაძე.


კითხვაზე, თუ რატომ არ გვაქვს ადგილები კლინიკებში, ის ამბობს, რომ ამის მიზეზი ოჯახის ინსტიტუტის ცუდი მუშაობაა და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, გარდა ამისა, არ ხდება პაციენტების კლინიკებში სწორად გადანაწილება. მისი თქმით, ქვეყანაში უნდა შეიქმნას კოვიდ ცენტრი, რომელიც საინფორმაციო-ლოჯისტიკურ ფუნქციებს შეითავსებს.



„ოჯახის ექიმმა უნდა მართოს ეს პროცესი, მან უნდა მიაწოდოს ინფორმაცია კლინიკებს. ფაქტობრივად, ეს არის ომი და მართვის სხვა მეთოდები გვჭირდება. ეს საქმე კი უნდა გააკეთოს მან, ვინც იცის.



ჩვენმა ხელმძღვანელმა სტრუქტურებმა გადაწყვიტეს, რომ კოვიდი უნდა მოსპონ. აქამდე თანაცხოვრებისთვის კი არ ემზადებოდნენ, როგორც სხვა ქვეყნებში, არამედ იმისთვის, რომ მოესპოთ ვირუსი. უნდა შეიქმნას საინფორმაციო ლოჯისტიკური ცენტრი, რომელსაც ექნება ცაკლე ნომერი. ასევე უნდა არსებობდეს პოლიტიკური ნება და თანხები უნდა გამოიყოს არა ნაძვის ხეების და ქუჩების განათებაზე, არამედ სამედიცინო დანადგარების შესაძენად. აუცილებელია არსებობდნენ კოვიდ ოფიცრები. როდესაც ჩავკეტეთ ყველაფერი და გვქონდა ეკონომიკური ვარდნა, სწორედ მაშინ უნდა მოვმზადებულიყავით კოვიდთან თანაცხოვრებისთვის. როდის დამთავრდება პანდემია ეს არავინ იცის. მომზადების პროცესში, უნდა გადადგმულიყო რამდენიმე ნაბიჯი: გადამზადებები დაწყებულიყო და არა ტრენინგები, რომლისთვისაც საჭიროა, პრეტესტი, შემდეგ ტრენინგი, მერე პრეტესტი, მხარდამჭერი კონტროლი და მერე კონტროლი. ეს ასე არ მომხდა, 2 დღიანი ზუმ კონფერენციებისა და ვებინარების შემდეგ არ შეუმოწმებიათ, ის თუ რამდენად ჰქონდათ შესაძლებლობა მიღებული ცოდნა სწორად გამოეყენებინათ, ან რამდენად ჰქონდათ კლინიკებში მუშაობის პირობები,“
- აცხადებს ვახტანგ სურგულაძე.


სურგულაძე ჰიბრიდულ კლინიკების არსებობას აკრიტიკებს და სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებზე საუბრობს.

„ჰიბრიდული კლინიკები იყო ერთ-ერთი არასწორი გადაწყვეტილება. წარმოიდგინეთ, ერთ სართულზე წევს კოვიდიანი, გვერდით კი არის სამშობიარო დეპარტამენტები - უსაფრთხოება არ გვაქვს დაცული. სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოებაზეა დამოკიდებული ჩვენი კარგად ყოფნა. სპორტის სასახლე ვერ იქნება კარგი საველე ჰოსპიტალი, თავისი არქიტექტურიდან, სავინტელაციო სისტემიდან გამომდინარე. მოედანი საკმაოდ პატარაა. ჩვენ კი შეგვეძლო გვეყიდა სამედიცინო დანადგარები და საველე ჰოსპიტალები იმ 5 მილიარდ ლარად. ჩვენი მეზობელი თურქეთი აწარმოებს საველე ჰოსპიტლებს, ჩამოგვიტანდნენ და ააწყობდნენ კიდეც.


აპრილშივე იყო ძალიან დიდი ალბათობა იმისა, რომ დღეს გვექნებოდა რთული სიტუაცია. ყველაფერი გართულდება მაშინ,როცა დაგვემატება სეზონური გრიპი, რომელიც ისედაც სერიოზული პრობლემაა და სიკვდილიანობის მაჩვენებლით გაცილებით ძლიერია, ვიდრე კოვიდი. რისკები იყო განჭვრეტადი, ჩვენ კი კრიზისამდე მივედით“
,  ამბობს სურგულაძე.


ექსპერტის აზრით, ხელისუფლებამ რისკები სათანადოდ ვერ შეაფასა და ეს პრობლემა დღემდე გრძელდება. მისი თქმით, დღეს ინფექციონისტები გახდნენ ჯანდაცვის და ეკონომიკის სპეციალისტები და ეკონომისტები და ფინანსისტები გახდნენ ინფექციონისტები, ამით ტიპური ქართული დამოკიდებულება გამჟღავნდა, როცა ყველამ ყველაფერი ვიცით.

თეგები:
ჯანდაცვა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up