ჯანდაცვა იაფად - რას გულისხმობს საყოველთაო ჯანდაცვის ტარიფების ინდექსაცია

ჯანდაცვა იაფად - რას გულისხმობს საყოველთაო ჯანდაცვის ტარიფების ინდექსაცია

access_time2022-06-28 17:20:00

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე გადასვლისთანავე, ანუ 2013 წლიდან, იყო დაფიქსირებული კონკრეტული ტარიფები, რომლითაც წლების განმავლობაში ოპერირებენ კლინიკები“,- ამის შესახებ ჯანდაცვის ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ მაია მახარაშვილმა რადიო პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.


მისი თქმით, ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა 2019 წელს მიღებულმა 520-ე დადგენილებამ, რომელმაც არსებული ტარიფები ფაქტობრივად, გაანახევრა. შესაბამისად, კლინიკებს გადაუდებელი მომსახურების თანხის დაფარვა, სხვა გეგმიური მულტიპროფილური მომსახურების თანხით სუბსიდირების ხარჯზე უწევთ.


სწორედ ამიტომ, როგორც მაია მახარაშვილმა აღნიშნა, აუცილებელია, საყოველთაო ჯანდაცვის ტარიფების ინდექსაცია და ახალი ტარიფების დადგენა.


„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე გადასვლისთანავე, ანუ 2013 წლიდან, იყო დაფიქსირებული კონკრეტული ტარიფები, რომლითაც წლების განმავლობაში ოპერირებენ კლინიკები. დადგენილი წესი იყო, რომ ამ ტარიფების ცვლილება კლინიკებს არ შეეძლო, თუმცა, ამ 10 წლის განმავლობაში იხსნებოდა ახალი კლინიკებიც, რომლებსაც შეეძლოთ თავიანთი ფასი წარედგინათ სახელმწიფო პორტალზე. ისინი ხვდებოდნენ ამ რეგულირების არეალში, თუმცა, აქ დაყოფილია გადაუდებელი მიმართულებები, რომლებიც არის ფიქსირებული სახელმწიფოს მიერ და არის მიმართულებები, რომელზეც სახელმწიფო განაცხადია, რომ მე ამ მომსახურებაში ვიხდი კონკრეტულ თანხას, თუმცა კლინიკას აქვს საშუალება თვისი ფასი ჰქონდეს და ის სხვაობა არის სწორედ ის, რისი გადახდაც პაციენტს უწევს საკუთარი ჯიბიდან.



კიდევ უფრო მწვავე და კრიტიკულია ის გადაუდებელი მომსახურება, როგორიც არის რეანიმაცია, ინტენსიური მოვლა, კარდიო ქირურგი და ა.შ. ბევრჯერ გვიხსენებია 520-ე დადგენილება, რომელმაც კიდევ უფრო დაამძიმა სიტუაცია. იმიტომ, რომ 2013 წელს დადგენილი ტარიფი შეამცირა. ამასთან, შეამცირა კრიტიკულ მიმართულებებში, მაგალითად, რეანიმაციულ პაციენტს, რომელსაც სრულად სახელმწიფო ფარავს, და რა თქმა უნდა, ეს ერთის მხრივ ძალიან კარგია, რადგან კატასტროფული რისკებისგან იცავს პაციენტს, მაგრამ მეორეს მხრივ, სტაციონარისთვის და კლინიკისთვის არის ძალიან მძიმე ტვირთი, იქიდან გამომდინარე, რომ ის ტარიფი, რომელიც 2013 წელს იყო დადგენილი, ფაქტობრივად, განახევრდა და განახევრებული ტარიფით უნდა შეძლოს კლინიკამ ოპერირება.


ეს როგორ ხდება, წარმოდგენა რომ შეგექმნათ - იმისთვის, რომ ხარისხი არ გაუარესდეს, ამ კონკრეტული სერვისების დაფარვა ხდება ფაქტობრივად, სუბსიდირების ხარჯზე, სხვა მომსახურების. მულტიპროფილურ კლინიკაში არსებობს გეგმიური მომსახურება, რაც გაცილებით უფრო მარტივია, რადგან პაციენტი გეგმავს მისაღებ მომსახურებას და თანაგადახდის კუთხით, უფრო მობილიზებულია. შესაბამისად, იქ სადაც რჩება რაღაც შემოსავალის მიღების შესაძლებლობა, ფარავს ასეთი კრიტიკული მიმართულების სერვისებს.


ამ საკითხის დროში გაწელვის მიზეზი, რა თქმა უნდა, იყო პანდემია. ჩვენ და თვითონ სექტორიც გადაერთო პანდემიასთან ბრძოლაზე. შესაბამისად, პრიორიტეტი გადავწიეთ შეგნებულად. იმდენად მწვავე სიტუაცია იყო, რომ ამისთვის არავის აღარ ეცალა. თუმცა, როგორც კი ვითარება დამშვიდდა და ამასობაში ასოციაციაც დაფუძნდა (გაერთიანდა საკმაოდ დიდი რაოდენობა სამედიცინო დაწესებულების) და ჩვენი პრიორიტეტი გახდა სწორედ ის, რომ გვესაუბრა ტარიფების ინდექსაციაზე და არა სრულად გადახედავაზე. ინდექსაციაზე იმიტომ, რომ დაანონსდა დაფინანსების ახალი მოდელი. აქაც ჩვენ კონსტრუქციულად მივუდექით საკითხს და ვთქვით, რომ რადგან ახალ მოდელზე გადავდივართ, უკეთესი გამოსავალი იქნება 520-ე დადგენილებით გათვალისწინებული ტარიფის ინდექსაცია.


საკმაოდ ბევრი სამუშაო შეხვედრა გვქონდა სამინისტროსთან. პოზიტიურია ის, რომ ორივე მხარე ვთანხმდებით, მართლაც, 2013 წლის ტარიფით და შემდეგში უკვე 2019 წლის 520-ე დადგენილებით არსებული ტარიფით ოპერირება, უბრალოდ, შეუძლებელია. პირდაპირ ხარჯსაც ვერ ფარავს აღნიშული ტარიფი. ამავე დროს, ველოდებით ახალი დაფინანსების სისტემასაც, რომელიც ჩვენი შეფასებით, გაცილებით პოზიტიური უნდა იყოს“,- განაცხადა მაია მახარაშვილმა.


bpn.ge



თეგები:
ჯანდაცვა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up