„მარტივი მათემატიკური დათვლებით“ მიღებული 520-ე დადგენილების რეალური შედეგი

„მარტივი მათემატიკური დათვლებით“ მიღებული 520-ე დადგენილების რეალური შედეგი

access_time2022-07-14 10:00:10

კლინიკების რთულ მდგომარეობაზე საუბრები ბოლო დღეებში გაქტიურდა, დღესაც, 100-მა კლინიკამ ისევ მიმართ ჯანდაცვის მინისტრს. რა ხდება, რეალურად რა პრობლემა აქვთ კლინიკებს და რა შედეგი აქვს იმ საყოველთაოდ ცნობილ 520-ე დადგენილებას.


საყოველთაო ჯანმრთელობის პროგრამაში ჰოსპიტალური სექტორი 2013 წელს ჩაერთო, იმ მომენტისათვის მინიმალური ტარიფებით და კლინიკების მხრიდან შეთანხმებული ფასით, რაც დღემდე უცვლელია. 2019 წლის ნოემბერში ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პირველი რეფორმა გაატარა, შედეგად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფი ამოქმედდა, რომელიც გაზრდის ნაცვლად, კიდევ უფრო შემცირდა. შესაბამისად, ტარიფების საკითხი ყველაზე დიდ გამოწვევად იქცა ჰოსპიტალური სექტორისთვის, რომელიც 2020-2021 წლებიდან პირდაპირი ხარჯის დაფარვასაც ვეღარ ახერხებს, ზედმეტია საუბარი ჰოსპიტლების საკუთარი კაპიტალით სუბსიდირებაზე.


ტარიფების ინდექსაციის მოთხოვნით 130-ზე მეტმა სამედიცინო დაწესებულებამ ჯანდაცვის სამინისტროს არაერთხელ მიმართა, თუმცა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში სამედიცინო მომსახურებაზე დადგენილ ტარიფებს სამინისტრო ე.წ. DRG (დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფები) სისტემის დანერგვამდე არ გადახედავს. მინისტრის თქმით, სამედიცინო მომსახურების ტარიფებთან დაკავშირებით არსებობს სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვით დაგეგმილია 2030 წლამდე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სამედიცინო ხარჯების 90-95%-იანი დაფარვა. ამჟამად, ზურაბ აზარაშვილის თანახმად, ეს მაჩვენებელი 70%-ის ფარგლებშია. რაც მინისტრის თქმით ნიშნავს იმას, რომ 2030 წლისთვის სახელმწიფო მზად იქნება სამედიცინო საჭიროების მქონე მოსახლეობის უდიდეს ნაწილს გაუწიოს დახმარება.


ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი ვატო სურგულაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ თავის დროზე როდესაც ეს ტარიფები დააწესეს, აზრი კლინიკების წარმომადგენლებს არავინ ჰკითხა, მარტივი მათემატიკური დათვლებით გამოინგარიშეს რაღაც, ახლა კი ყველაფერი ძვირდება და ამ ტარიფების გადახედვას არავინ ფიქრობს.


„2019 წელს მიღებულმა 520-ე დადგენილებამ, რომელმაც არსებული ტარიფები ფაქტობრივად, გაანახევრა, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააყენა კლინიკები. შესაბამისად, კლინიკებს გადაუდებელი მომსახურების თანხის დაფარვა, სხვა გეგმიური მულტიპროფილური მომსახურების თანხით სუბსიდირების ხარჯზე უწევთ. ბიზნესმა გამოსავლის პოვნა მოწვეული ექიმების და ვიაიპი პალატების ხარჯზე დაიწყეს. ამ ვითარებაში ყველაზე ცუდ მდგომარეობაში კარდიოქირურგია აღმოჩნდა, რომელიც არამარტო ჩვენი ქვეყნის, არამედ რეგიონში ფლაგმანია.



ინდექსაციის გადახედვა, რომელიც თითქოს ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო, თურმე ჯერ არ იქნება, ეს კი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თუნდაც იმიტომ, რომ პაციენტის მომსახურების ხარისხზე ყველაზე მეტად საბოლოო ჯამში აისახება სწორედ არასაკმარისი ტარიფები. 2013 წლის შემდეგ ჰოსპიტალურ მომსახურებაზე ხარჯების ზრდა მნიშვნელოვნად განაპირობა როგორც იმპორტირებული ინვენტარის და სამედიცინო აღჭურვილობის გაძვირებამ, ასევე კომუნალური გადასახადების ზრდამ, და ტარიფები არათუ გაიზარდა, 2019 წლის 520-ე დადგენილების საფუძველზე შემცირდა. 


თავის დროზე როდესაც ეს ტარიფები დააწესეს, აზრი კლინიკების წარმომადგენლებს არავინ ჰკითხა, მარტივი მათემატიკური დათვლებით გამოინგარიშეს რაღაც, რაც ახლოსაც არ არის საბაზრო ტარიფებთან, მით უმეტეს რომ ყველაფერი ძვირდება და ამ ტარიფების გადახედვას არავინ ფიქრობს“,  ამბობს ვატო სურგულაძე.


კლინიკა „გულის“ ხელმძღვანელი ანზორ მელია ამბობს, რომ 520-ე დადგენილებამ კარდიოქირურგია ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააყენა.


„კარდიოქირურგიული სახარჯი მასალები ძალიან ძვირადღირებულია, წამლები გაძვირდა, სახარჯო მასალა გაძვირდა, სარქველები, სტენდები და ყველაფერი გაძვირდა, ფაქტობრივად მოგება კლინიკას არ აქვს, როგორ განვვითარდებით არ ვიცი. 520-ე დადგენილებამ ფაქტობრივად გაგვანადგურა კლინიკები. შუნტირება 8500 ლარად ფასდება, ეს მაშინ როდესაც თვითღირებულება 14 000 ლარზე მეტი გამოდის. წინასწარი გადახდის გარეშე ფირმები არ გვაძლევენ მასალას, ამიტომ იძულებული ვართ ოპერაციები შეზღუდულად გავაკეთოთ, ადრე რამდენი პაცინეტიც გვყავდა დღეს განახევრებულია მათი რაოდენობა“,  ამბობს მელია.


საქართველოში მოქმედმა 100-მდე კლინიკამ ჯანდაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს ერთობლივი წერილით დღესაც მიმართეს. განცხადებაში საუბარია იმ პრობლემების შესახებ, რომლის წინაშეც ჯანდაცვის სექტორი სამინისტროს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა განაპირობა. კლინიკები განცხადებაში საუბრობენ 520-ე დადგენილების შესახებაც, რომელიც მთავრობამ 2019 წელს მიიღო. კლინიკები აცხადებენ, რომ ამ დადგენილების პირობებში მათი მდგრადი ფინანსური საქმიანობა რისკის წინაშე დგას, რადგანაც სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული ტარიფები მათ ხარჯებს ვერ ფარავს.


„კლინიკებს მძიმე ტვირთად გვაწვება 2013 წლის ტარიფებით ფუნქციონირება ინფლაცია, კომუნალური ტარიფების გაზრდა, სახარჯი მასალის გაძვირება და სხვა - კომუნალური გადასახადების ზრდა - ელ.ენერგია - 85.7%, წყალმომარაგება - 47%, გაზი - 28%; მხოლოდ 2018 წლის შემდეგ ინფლაციის კუმულაციური მაჩვენებლი - 24.5%.


ტარიფების საკითხი ყველაზე დიდ გამოწვევად იქცა ჰოსპიტალური სექტორისთვის, რომელიც 520-ე დადგენილების გამო, 2020-2021 წლებიდან პირდაპირი ხარჯის დაფარვასაც ვეღარ ახერხებს, ზედმეტია საუბარი ჰოსპიტლებს საკუთარი კაპიტალით სუბსიდირებაზე. დღეს, ამის რესურსი, უბრალოდ აღარ არსებობს. მაგალითისათვის დღეს II-III დონის რეანიმაციული საწოლ დღე 440-240 ლარით ფინანსდება, როდესაც კლინიკებისათვის ასეთი საწოლ დღის თვითღირებულება დაახლოებით 730ლარია“,  აცხადებენ „ჯანდაცვის ასოციაციაში“.


ნინო თამაზაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up