ჯანდაცვის ასოციაციისთვის გაუგებარია, მინიმალური ხელფასების კუთხით, რა დარღვევებზე საუბრობს მინისტრი

ჯანდაცვის ასოციაციისთვის გაუგებარია, მინიმალური ხელფასების კუთხით, რა დარღვევებზე საუბრობს მინისტრი

access_time2023-01-21 18:00:57

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას იმის შესახებ, რომ ზოგიერთ კლინიკაში ექთნები ხელოვნურად გადაჰყავთ დაბალ პოზიციაზე, რათა მინიმალური ანაზღაურება არ გადაუხადონ, ჯანდაცვის ასოციაცია ეხმაურება.

 


ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაია  მახარაშვილის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, კონკრეტულად რა იგულისხმებოდა მინისტრის განცხადებაში. შეგახსენებთ: ზურაბ აზარაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ არის სამწუხარო შემთხვევები, როდესაც კლინიკების ხელმძღვანელობას ექთნები იძულებით გადაჰყავს უფრო დაბალ პოზიციაზე, რათა მათ მინიმალური საათობრივი ანაზღაურება არ გადაუხადონ.

 


მაია მახარაშვილი ამბობს, რომ შესაძლოა საუბარი იყოს ისეთ შემთხვევებზე, როდესაც კლინიკას ჰყავს იმაზე მეტი ექთანი, ვიდრე მას სახელმწიფო ავალდებულებს, ამიტომ მას აქვს სრული უფლება, ეს თანამშრომლები სხვა პოზიციაზე გადაიყვანოს. თუმცა ხაზს უსვამს, რომ ვალდებულების ფარგლებში მინიმალური ხელფასის შესახებ კანონის დარღვევის უფლება კლინიკას არ გააჩნია.




„გაუგებარია და ვერ გეტყვით, რა შეიძლება ეს იყოს. ექთანს მუშაობა შეუძლია ექთნის დიპლომით, ანუ მაგალითად ბუღალტერს არ შეუძლია ექთნად იმუშაოს. შესაბამისად, თუ ადამიანს ექთანი ჰქვია, როგორ შეიძლება მისი ჩამოქვეითება, გაუგებარია. ადმინისტრაციული პოზიციიდან ჩამოქვეითება შეიძლება, მაგალითად მთავარი ექთანი იყო და აღარ არის, მაგრამ მის სპეციალობას ეს ვერ შეეხება  და თუ ის ექთანია, მისი ნამუშევარი საათები უნდა ანაზღაურდეს დადგენილი პირობებით. მე არ ვიცი  რას შეიძლება გულისხმობდეს დეტალები. გაუგებარია, რა მიმართულებით მოხდა დარღვევა,“-  განაცხადა მაია მახარაშვილმა.

 

მისივე განმარტებით,  თუ მაგალითად კლინიკას აქვს ვალდებულება, რომ 4 საწოლზე უნდა ჰყავდეს ერთი ექთანი, ის მათ ვერ დააქვეითებს. ამასთან, მისივე თქმით, თუ კანონით არის გაწერილი, რომ კლინიკას 4 საწოლზე უნდა ჰყავდეს 1 ექთანი და ჰყავს 12, თუმცა ვალდებულება და საჭიროება 4-ზე მეტის არ აქვს, შესაძლებელია, მან მხოლოდ იმდენი ექთანი დატოვოს, რისი ვალდებულებაც აქვს, დანარჩენს კი სხვა საქმიანობა შესთავაზოს – მაგალითად, სხვა განყოფილებაში ექთნობა, ან დღის სტაციონარში და ამბულატორიაში, ან რეზერვში გადაიყვანოს. მახარაშვილის თქმით, ეს დამსაქმებელს და დასაქმებულს შორის მოლაპარაკების საკითხია და შესაძლოა, სწორედ ამ ფაქტორმა გამოიწვია მსგავსი ფაქტები.



შეგახსენებთ: მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან, ექიმებისა და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაწესდა. რეფორმის შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარული კომპონენტით ჩართული ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით (თვეში მინიმუმ 1260 ლარი), ექთნების კი საათში 4.4 ლარით (თვეში მინიმუმ 792ლარი) განისაზღვრა.


ჯანდაცვა




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up