ჯანდაცვის ექსპერტები ჯანმოს თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების მიმართ პოზიციის შემსუბუქებისკენ მოუწოდებენ

ჯანდაცვის ექსპერტები ჯანმოს თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების მიმართ პოზიციის შემსუბუქებისკენ მოუწოდებენ

access_time2021-10-26 13:40:19

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადების თანახმად, დღეს მსოფლიოში 1.3 მილიარდი მწეველია და მათი 80% დაბალი ან საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყანაში ცხოვრობს. ყოველწლიურად თამბაქოს მოხმარების შედეგად კი 8 მილიონი ადამიანი იღუპება.

 

მსოფლიოს 100-ზე მეტი ჯანდაცვის ექსპერტი, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან “თამბაქოს პანდემიის” პრევენციისათვის გადადგმულ ნაბიჯებს სკეპტიკურად უყურებს, - წერს ავსტრალიის წამყვანი საინფორმაციო სააგენტო და ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ ჯანმოსთვის შედგენილ ღია წერილის აქვეყნებს. 

 

აღნიშნული წერილი შედგება შვიდი საკითხისგან და ექვსი რეკომენდაციისგან, რომელიც ჯანმოს მიდგომის “მოდერნიზაციას” ემსახურება.

 

“ჯანმო უარყოფს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სტრატეგიას, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, გადაარჩინოს მილიონობით მწეველის სიცოცხლე”, - წერია ჯანდაცვის ექსპერტთა წერილში.

 

როგორც ავსტრალიის თამბაქოს ზიანის შემცირების ასოციაციის დამფუძნებელი, დოქტორი კოლინ მენდელსონი აღნიშნავს, ჯანმო თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიის წინააღმდეგ ამკრძალავ კამპანიას ატარებს, მიუხედავად იმისა, რომ ზიანის შემცირება მისი ოფიციალური პოლიტიკის ნაწილია.

 

“ჯანმო არის უკიდურესად დეზინფორმირებული თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიის შესახებ და არ ესმის, რომ თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები მოწევის ალტერნატივას წარმოადგენს. მსგავსი მიდგომა კი, საბოლოო ჯამში, გამოიწვევს უფრო მეტი მწეველის სიკვდილს, განსაკუთრებით დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში”, - ამბობს მენდელსონი.

 

2021 წლის ივლისში გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, ჯანმო მიიჩნევს, რომ ელექტრონული სიგარეტები წარმოადგენს საფრთხეს არასრულწლოვანთათვის, რადგან მათი მხრიდან ტრადიციული თამბაქოს მოხმარების ინიცირების საფრთხეს 3-ჯერ ზრდის.


 

“ნიკოტინი დამოკიდებულების გამომწვევი ნივთიერებაა, ნიკოტინის მიმწოდებელი ელექტრონული სისტემები კი ზიანის შემცველია, ამიტომ საჭიროა მათი უკეთ რეგულირება. იმ ქვეყნებში, სადაც ეს მოწყობილობები არ არის აკრძალული, მთავრობებმა უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები, რათა თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობების ზიანისგან დაიცვან საკუთარი მოსახლეობა, განსაკუთრებით ბავშვები და ახალგაზრდები”, - აღნიშნავს ჯანმოს გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი.

 

ჯანმოს ანგარიშის თანახმად, მსოფლიოს 32-მა ქვეყანამ აკრძალა ელექტრონული სიგარეტების გაყიდვები, 79-მა ქვეყანამ მიიღო ერთი რეგულაცია მაინც ამ მიმართულებით, ხოლო 84 ქვეყანა არ ახდენს ელექტრონული სიგარეტების რეგულირებასა თუ აკრძალვას.

 

როგორც ჯანდაცვის ექსპერტები აღნიშნავენ, დაავადებების გამომწვევ მთავარ მიზეზს თამბაქოს კვამლი და მასში შემავალი ქიმიური ნივთიერებები წარმოადგენს.

 

“ბოლო ათწლეულის განმავლობაში თამბაქოსა და ნიკოტინის პროდუქტების სფეროში მუდმივად მიმდინარეობდა განვითარება, რაც ნიშნავს იმას, რომ დღეს ბაზარზე ხელმისაწვდომია ნიკოტინის ახალი პროდუქტები, რომლებიც არ იყენებენ წვას, შესაბამისად, ნიკოტინის მისაღებად მომხმარებელი არ საჭროებს კვამლის ჩასუნთქვას”, - ვკითხულობთ წერილში.

 

ჯანდაცვის ექსპერტების განმარტებით, ასეთ პროდუქტებს მიეკუთვნება თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები (როგორიც არის სნუსი) და თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობები,  ნიკოტინის ორალური მოხმარების პლასტერები და სხვა.

 

“ მსოფლიოში არსებობს მუდმივად მზარდი მტკიცებულება იმისა, რომ თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით ნაკლები ზიანის შემცველია და მათ აქვთ შესაძლებლობა, ჩაანაცვლონ სიგარეტების მოხმარება არა მხოლოდ ინდივიდუალურ, არამედ პოპულაციურ დონეზე”, - აღნიშნულია წერილში.

 

ჯანდაცვის ექსპერტების განცხადებით, მართალია, არსებობს დიდი რაოდენობით სამეცნიერო მტკიცებულება თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობების შესაძლო სარგებელის შესახებ, თუმცა, ეს საკმარისი არ არის იმისათვის, რომ გადაწყვეტით ვისაუბროთ მოწყობილობის ბენეფიტებსა თუ რისკებზე.

 

“ჩვენ უნდა გავითალისწინოთ ჩვენ ხელთ არსებული მტკიცებულება და არ მივცეთ ნება ზედმეტ სიფრთხილესა თუ ინფორმაციის ნაკლებობას, ხელი შეუშალოს მწეველთა შესაძლებლობას, გადავიდნენ თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების მოხმარებაზე და თავი დაანებონ ტრადიციული თამბაქოს მოწევას - ჩვევას, რომელიც ვიცით, რომ ლეტალურია”, - აცხადებენ ჯანდაცვის ექსპერტები.

 

 

(R) 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up