ჯანდაცვის ექსპერტი პრემიერის განცხადებას მედიკამენტების გაიაფებაზე არ ადასტურებს

ჯანდაცვის ექსპერტი პრემიერის განცხადებას მედიკამენტების გაიაფებაზე არ ადასტურებს

access_time2022-03-07 15:00:58

ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები აცხადებენ, რომ ფარმაცევტულ საცალო ბაზარზე თურქული მედიკამენტების ფასი რეალურად არ შეცვლილა. ამ თვალსაზრისით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ უმეტეს შემთხვევაში, ფასები მედიკამენტებზე შემცირებულია 60-80 პროცენტით, ჯანდაცვის ეკონომისტი კახა ჯაყელი უსაფუძვლოდ მიიჩნევს.


მისი თქმით, შესაძლოა,  საბითუმო ბაზარზე ცვლილება რაღაც დონეზე იყოს, თუმცა ამას საცალო გაყიდვებზე არსებითი გავლენა ჯერჯერობოთ არ მოუხდენია და სექტორს კმაყოფილი მომხმარებელი არ ჰყავს.


,,წამლების გაიაფებაზე საუბარი ჯერ ძალიან ძნელია. მომხმარებლები ისევ განიცდიან მაღალ ფასებს და მათი ხარჯი ამ მიმართულებით ფაქტობრივად უცვლელია. ასეთ ფონზე მიჭირს თქმა, რას ემყარება პრემიერის ასეთი ოპტიმისტური განცხადება, რასაც არ აქვს საფუძველი, ჩვენ ვერ ვხედავთ და ვერც დავადასტურებთ, რომ წამლები გაიაფდა და ამით ვინმე კმაყოფილია. რეალურად ეს არ ჩანს საცალო ფასების დონეზე. რეალურად რასაც ვაკვირდებით,  სერიოზულ გაიაფებას ვერ ვხედავთ, თუნდაც ლარის გაუფასურების ფაქტორიდან გამომდინარე. ბოლო პერიოდში ლარის მსყიდველუნარიანობა უფრო დაეცა. შესაბამისად, ფასებთან დაკავშირებით არაფერი არ იცვლება“, - აცხადებს ,,კომერსანტთან“ კახა ჯაყელი და დასძენს, რომ რეალურად რთულია წამლის გაიაფების ტენდენცია დაიწყოს, როცა ბაზარზე მაღალი მონოპოლიაა და ამ პრობლემის მოგვარებას არავინ ცდილობს.


,,წამლები ხუთ მთავარ კატეგორიად იყოფა. ყველა მათგანი დღესდღეობით ძალიან ძვირად იყიდება. ფასებთან დაკავშირებით ძირეული ცვლილება არ არის და ვერ დავადგინეთ, რის საფუძველზე აცხადებენ, რომ მედიკამენტები გაიაფდა. მით უმეტეს, ბაზარი მონოპოლიურია  და სანამ ეს საკითხი არ მოგვარდება, წამლის ფასის პრობლემა მუდმივად იქნება საქართველოში. სხვა  შემთხვევაში, გაიაფება რომ იყოს, მომხმარებელი ამას იგრძნობდა, რეალურად ვერავინ დაგიდასტურებთ, რომ  მოსახლეობას მოაკლდა გადასახდელი წამლის გაიაფების გამო. თუკი ვინმე ამბობს, რომ  გარკვეული მედიკამენტები უფრო იაფად შემოიტანეს, ჯერ ციკლი უნდა დასრულდეს და საცალო ქსელში გაიყიდოს, ვერ ვგრძნობთ, რომ ეს ტენდენცია დაწყებულია“, - აცხადებს ჯაყელი.



შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ორშაბათის სხდომაზე წამლების გაიაფების შესახებ განაცხადა.


მისივე თქმით, უმეტეს შემთხვევაში, ფასები მედიკამენტებზე შემცირებულია 60-დან 80 პროცენტით და როგორც მინიმუმ, ფასები განახევრებულია.


მარი ჩიტაია

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up