ჯანდაცვის მინისტრი კახეთის რეგიონში პედაგოგებსა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი კახეთის რეგიონში პედაგოგებსა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

access_time2021-08-23 17:00:00

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კახეთის რეგიონის საგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგებსა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.



„ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებისთვის, საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულების იმუნიზაციის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი და პედაგოგებს ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა. მინისტრის განმარტებით, სკოლის პერსონალის 80% უნდა იყოს ვაქცინირებული იმისთვის, რომ სკოლა უსაფრთხო სივრცედ იქცეს და ჯანდაცვის უწყებამ სასწავლო პროცესის საგანმანათლებლო დაწესებულებებში აღდგენის რეკომენდაცია გასცეს. საქართველოს მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს მასწავლებელთა ვაქცინაციის პროცესი. ამ ეტაპზე აცრილია პედაგოგთა თითქმის 40–%.



შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ბექა ფერაძემ გამკაცრებულ მონიტორინგზე გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ კონტროლის მიუხედავად, დარღვევის ფაქტები კვლავ ფიქსირდება რაზეც სტატისტიკაც მეტყველებს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ინსპექციამ 20-მდე ობიექტი დალუქა, 35-მდე ფიზიკური და იურიდიული პირი კი, დააჯარიმა. კიდევ ერთი საკითხი, რაც ბექა ფერაძემ გამოჰყო ტურიზმის სექტორისთვის - განთავსებისა და კვების ობიექტებისთვის დასაქმებულების ორკვირიანი პერიოდულობით ტესტირების ვალდებულებას ეხება. მისი განცხადებით, ინიციატივას საკოორდინაციო საბჭოზე წარადგენს. შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ტურისტული სეზონის უსაფრთხოდ წარმართვისთვის, რეგიონში ოპერირებადი განთავსებისა და კვების ობიექტების მენეჯმენტს „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციისთვის შემუშავებული რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდა. მან უსაფრთხო მასპინძლობისთვის იმუნიზაციის საჭიროებაზე გააკეთა აქცენტი და რეგულაციების დარღვევის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები სექტორის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ გააცნო.




შეხვედრა დიალოგის რეჟიმში გაგრძელდა. მიმართვის შემდეგ, მომხსენებლებმა აუდიტორიის მხრიდან დასმულ კითხვებს უპასუხეს.



რეგიონებში შეხვედრები Covid-19 წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის მხარდაჭერით იმართება და Covid-19-ის ვაქცინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას და პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ჯანდაცვის სექტორის მზადყოფნის უზრუნველყოფას ემსახურება“ – ნათქვამია ინფორმაციაში. 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up