ჯანდაცვის სამინისტრო დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურთან და სხვადასხვა სადაზღვეო კომპანიასთან ერთად ექიმთა პასუხისმგებლობის დაზღვევასთან დაკავშირებით მუშაობს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მინისტრის განმარტებთ, აღნიშნულ საკითხზე მუშაობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.