ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - ამ ეტაპზე 92 000 დევნილი ოჯახია რეგისტრირებული

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - ამ ეტაპზე 92 000 დევნილი ოჯახია რეგისტრირებული

access_time2022-09-14 17:50:00

საქართველოში, ამ ეტაპზე 92 000 დევნილი ოჯახია რეგისტრირებული, საიდანაც დაახლოებით, ბინით 47 000 ოჯახი დაკმაყოფილდა, ხოლო 44 000 ოჯახი დასაკმაყოფილებელია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.


მისივე თქმით, 2022 წლის დასაწყისიდან 8 თვის განმავლობაში ბინა 2 651 დევნილ ოჯახს გადაეცა, საიდანაც 1 791-მა ოჯახმა საცხოვრებელი ფართი „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში მიიღო.


„იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახების უსაფრთხოება და ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა კვლავაც სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. წლის დასაწყისში ჩვენ დავაანონსეთ 13 ათასი დევნილი ოჯახის დაკმაყოფილების პროგრამა, რომელიც შემდეგი 3 წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. ამ ეტაპზე დაახლოებით, 290 000 დევნილი არის რეგისტრირებული საქართველოში, რაც დაახლოებით, 92 000 ოჯახია და აქედან 47 000 ოჯახი უკვე დაკმაყოფილებულია, 44 000 ოჯახი არის დასაკმაყოფილებელი. 2022 წლის განმავლობაში, წლის დასაწყისიდან 8 თვის განმავლობაში დაკმაყოფილებულია 2 651 დევნილი ოჯახი, საიდანაც 1 791 ოჯახი „სოფლად სახლის“ პროგრამით დაკმაყოფილდა, ხოლო დანარჩენი ოჯახებიდან - 438 ოჯახი დაკმაყოფილდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით, ხოლო დანარჩენს გადაეცა ბინა ახალაშენებულ კორპუსში.



რაც შეეხება გრძელვადიან პროგრამას, რომელიც წლის დასაწყისში დაანონსდა და ითვალისწინებს 13 000 ოჯახის დაკმაყოფილებას - ამ 13 000 ოჯახიდან, 6 000 „სოფლად სახლის“ პროგრამით არის გათვალისწინებული, 7 000 ბინა კი საქართველოს 5 დიდ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბორჯომსა და რუსთავში აშენდება. კერძოდ, რუსთავში იქნება 800 ბინა, ბორჯომში - 150 ბინა, რომლის ტენდერი ჩატარდა და შეფასების ეტაპზე და ველოდებით, რომ სექტემბრის ბოლოს უკვე კონტრაქტორი გვეყოლება და დავიწყებთ მშენებლობას, თბილისში დაახლოებით 3000 ბინის აშენებაა გათვალისწინებული, საიდანაც 2 400 იქნება ახლადაშენებული ბინა, კონკრეტულად უკვე განსაზღვრულია ტერიტორიაც და სატენდერო პროცედურები უკვე დაწყებულია და მალე გამოცხადდება; გაგრძელდება მენაშენეთა პროგრამა, რომლის საფუძველზეც შემდეგი 3 წლის განმავლობაში 650 ბინა უნდა აშენდეს; ქუთაისში აშენდება 720 ბინა, ზუგდიდში -1700 ბინა.


„სოფლად სახლის“ პროგრამა საკმაოდ აქტუალურია და დევნილ ოჯახებში პოპულარობით სარგებლობს და წელს დაპირებული 2 000 დასაფინანსებელი პროექტიდან, 1800 უკვე დაკმაყოფილებულია, 600 განაცხადზე უკვე დადებითი დასტურია მიცემული და ველოდებით, რომ წლის ბოლომდე ისინი წარმოგვიდგენენ სახლებს და ვფიქრობ, რომ წლის ბოლომდე ჯამში 2 400-მდე გამოგვივა დაფინანსებული“, - განაცხადა ღუდუშაურმა.


ინტერპრესნიუსი






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up